რამდენიმე წელიწადში, სკოლაში ერთიანად დამკვიდრდება სასკოლო ფორმის კულტურა – გივი მიქანაძე

1 წუთიანი წაკითხვა

ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მიულოცა.

გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ცვლილებებზე, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ფორმების კულტურა, რომელიც რამდენიმე წელში ყველა კლასში დამკვიდრდება.

“ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას სრულიად საქართველოს. პირველ რიგში, მინდა მივულოცო ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს, სრულიად სასკოლო საზოგადოებას. განსაკუთრებით მინდა მივულოცო ყველა პირველკლასელს, რომლებიც პირველად შეაღებენ სკოლის კარს და მიუსხდებიან მერხებს. ვუსურვებ წარმატებულ, ნაყოფიერ სასწავლო წელს.

წელს, 2085 საჯარო სკოლიდან 2070-ში ვიწყებთ დასწრებით სასწავლო პროცესს. 11 სკოლა გვაქვს გადასული ონლაინ რეჟიმში. 4 სკოლა, რომელშიც მთავრდება სრული რეაბილიტაცია, ან ახალ აშენებულია, 16 -18 სექტემბერს დაიწყებს სასწავლო პროცესს.

პირველ, მეშვიდე და მეათეკლასელებს დახვდებათ სრულიად ახალი სახელმძღვანელოები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საქართველოს ისტორიაში, გეოგრაფიაში, მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო მიმართულებებში, ფიზიკასა და ქიმიაში.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ახალი სასწავლო წლიდან, წელს შემოგვაქვს ფორმის კულტურა საჯარო სკოლებში. 15 სექტემბერს პირველკლასელები უკვე სასკოლო ფორმით აღჭურვილნი მიეშურებიან სკოლებში. უახლოესი ორი თვის განმავლობაში, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე კლასელებსაც უზრუნველვყოფთ სასკოლო ფორმებით და ეს ეტაპობრივად, ყოველწლიურად გაიზრდება თითო კლასით. რამდენიმე წელიწადში, სკოლაში ერთიანად დამკვიდრდება სასკოლო ფორმის კულტურა”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). რამდენიმე წელიწადში, სკოლაში ერთიანად დამკვიდრდება სასკოლო ფორმის კულტურა – გივი მიქანაძე. 16 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/რამდენიმე-წელიწადში-სკო/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Start a blog to reach your creative peak

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
How to choose the right customer for you

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Helping a local business reinvent itself

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Travelling as a way of self discovery and progress

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Where to grow your business as a photographer

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Starting your traveling blog with Vasco

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-18T21:53:05+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi