გიორგი კალანდია: ისტორიის მე-10 კლასის სახელმძღვანელოს გარშემო “ატეხილი აურზაური” და მთელი კამპანია ტყუილსა და მანიპულაციებზეა აგებული: სიცრუეა, რომ წიგნიდან 1921 წლის ოკუპაციაა ამოღებული

ავტორი
4 წუთიანი წაკითხვა
გიორგი კალანდია: ისტორიის მე-10 კლასის სახელმძღვანელოს გარშემო "ატეხილი აურზაური" და მთელი კამპანია ტყუილსა და მანიპულაციებზეა აგებული: სიცრუეა, რომ წიგნიდან 1921 წლის ოკუპაციაა ამოღებული

ისტორიკოსი, ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ისტორიის მე-10 კლასის სახელმძღვანელოს გარშემო “ატეხილი აურზაური” და “მთელი კამპანია ტყუილზე და მანიპულაციებზეა აგებული”.

როგორც გიორგი კალანდია აღნიშნავს, სიცრუეა, რომ წიგნიდან 1921 წლის ოკუპაციაა ამოღებული.

“ძვირფასო მეგობრებო,

საქართველოს ისტორიის მე-10 კლასის სახელმძღვანელოს გარშემო “ატეხილი აურზაურის” შესახებ ნამდვილად არ ვაპირებდი კომენტარის დაწერას, რადგან: არც აჟიოტაჟი აღმოჩნდა ისეთი მასშტაბური, როგორიც, ალბათ, მის დამგეგმავებსა და დამფინანსებლებს სურდათ, და არც “კრიტიკა” არის ისეთი წონიანი, რომ “ჩიტი ბრდღვნად ღირდეს”. ამიტომ მოკლედ ვიტყვი:- მთელი კამპანია ტყუილზე და მანიპულაციებზეა აგებული: სიცრუეა, რომ წიგნიდან 1921 წლის ოკუპაციაა ამოღებული: საკმარისია წიგნის სატიტულო ფურცელს შეხედოთ და დაინახავთ, რომ მას გარკვევით აწერია – პირველი ნაწილი. შესაბამისად, ოდნავი განათლება და კიდევ უფრო ოდნავი შინაგანი კეთილსინდისიერება სრულიად საკმარისია იმის მისახვედრად, რომ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის პირველ ნაწილში, თან თემატურ სახელმძღვანელოში – 1921 წლის მოვლენები ვერანაირად ვერ მოხვდებოდა. ის, ბუნებრივია, მომდევნო ნაწილშია განხილული, მომდევნო ნაწილში ასევე საუბარია მეფის რუსეთის წინააღმდეგ ქართველთა ბრძოლაზე, ოკუპაციაზე, ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობაზე და ა.შ. მაგრამ როდესაც მიზანი წიგნის განხილვა კი არა, ხმაურის შექმნაა, ასეთი მარტივი დეტალებიც უცებ “რთულად შესამჩნევი” ხდება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

დიახ, ჩვენც ვაღიარებთ, რომ “ერეკლე ბრწყინვალე მეფე იყო საქართველოსი” – ოღონდ ეს ბრჭყალებში ჩასმული სიტყვები ჩვენ არ მოგვიგონია: ის 1888 წელს ილია ჭავჭავაძემ წარმოთქვა. ერეკლე II-ის გამორჩეულ თვისებებზე წერდნენ იაკობ გოგებაშვილი, კიტა აბაშიძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი და არაერთი სხვა ქართველი მოღვაწე. ჩვენ კი სახელმძღვანელოში სწორედ გერონტი ქიქოძის შეფასება შევიტანეთ – იმიტომ, რომ იგი ამ მრავალფეროვან შეფასებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული და ნაკლებად ემოციურია.

დიახ, სახელმძღვანელოში სათანადო ადგილი ეთმობა ფარნავაზისა და ქუჯის როლსაც. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არც ერთი მათგანის არსებობა არ სჯერათ. ახლა, ასეთ მსოფლმხედველობრივ დავაში შესვლას რამდენად აქვს აზრი, მკითხველმა თავად განსაჯოს.

  როგორი ამინდი დღეს საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

ყველაზე ღიმილის მომგვრელი კი სხვა რამაა: ადამიანები, რომლებიც ისტორიის სწავლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და ისტორიული პროცესების ფართო კონტექსტში დანახვის აუცილებლობაზე მაღალფარდოვნად საუბრობენ, თავადვე პირველივე შესაძლებლობისას ივიწყებენ ამ “ფართო ხედვას” და ყოველ გვერდს, სიტყვას, წერტილსა და მძიმეს ჩაჰკირკიტებენ – ოღონდ სადმე სანუკვარი “შეცდომა” აღმოაჩინონ.

სამწუხაროდ მათთვის, ამ მიმართულებითაც არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა: გავრცელებული “შენიშვნების” მნიშვნელოვანი ნაწილი ან მცდარ ინფორმაციას ეფუძნება, ან უბრალოდ ჰაერიდანაა მოტანილი. მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: ერთ-ერთი “კრიტიკოსი”, რომელიც თავადაც ყოფილა სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორი, ორგანიზაცია “გორგასლიანის” დაარსების თარიღს გვიწუნებდა. მოგვიანებით ჯერ საკუთარი შენიშვნის დაკორექტირება, ბოლოს კი საერთოდ წაშლა მოუწია. იგივე ეხება პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, საბჭოთა კონსტიტუციიდან ამოსაღები მუხლის შინაარსს და ასე შემდეგ… ასე რომ, დიდი მონდომებისა და გვერდების საგულდაგულო “ჩხრეკის” შემდეგ, კრიტიკოსებს საბოლოოდ მაქსიმუმ ორი კორექტურული ხასიათის უზუსტობის იმედიღა რჩებათ. არა მგონია, ეს მათთვის განსაკუთრებით სანუგეშო შედეგი იყოს.
ჩვენ კი ჩვენს საქმეს გავაგრძელებთ.

წიგნი მართლაც საუცხოო გამოვიდა – და ამას განსაკუთრებული სიამოვნებით იმიტომ ვამბობ, რომ მისი გაფორმების ხარისხის, ილუსტრაციების სიმდიდრის, უნიკალური ფოტომასალისა და თანამედროვე დიზაინის აღიარება თვით ყველაზე მონდომებულ კრიტიკოსებსაც კი უწევთ…

დანარჩენს მოსწავლე, მასწავლებელი და დრო შეაფასებს.

ამ პოსტის ქვეშ კომენტარებს შეგნებულად დავხურავ. არა იმიტომ, რომ განსხვავებული აზრის მოსმენა არ მსურს – პროფესიული და არგუმენტირებული კრიტიკა ყოველთვის საინტერესო და საჭიროა – არამედ იმიტომ, რომ არ ვაპირებ ხელოვნურად შექმნილ კამპანიას მისი გახანგრძლივებისთვის კიდევ ერთი პლატფორმა შევთავაზო და მონაწილეებს საკუთარი პერსონების დამატებითი რეკლამირების საშუალება მივცე.

ჩვენ პასუხი არგუმენტებით გავეცით. ახლა კი დროა, ისევ საქმეს დავუბრუნდეთ, მათ შორისაა პედაგოგებთან დაგეგმილი შეხვედრები”, – წერს გიორგი კალანდია.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). გიორგი კალანდია: ისტორიის მე-10 კლასის სახელმძღვანელოს გარშემო “ატეხილი აურზაური” და მთელი კამპანია ტყუილსა და მანიპულაციებზეა აგებული: სიცრუეა, რომ წიგნიდან 1921 წლის ოკუპაციაა ამოღებული. 15 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/გიორგი-კალანდია-ისტორიი/

  „სახლი, სადაც მკვლელის ოჯახი ცხოვრობდა, დაცლილია...“ - რას წერს სასტიკად მოკლული ქალის ნათესავი უმძიმეს ტრაგედიაზე
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. გიორგი კალანდია: ისტორიის მე-10 კლასის სახელმძღვანელოს გარშემო “ატეხილი აურზაური” და მთელი კამპანია ტყუილსა და მანიპულაციებზეა აგებული: სიცრუეა, რომ წიგნიდან 1921 წლის ოკუპაციაა ამოღებული [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 15]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%98/
sheniekimi.ge/ambebi
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ექიმი — კლინიკები და ტრიაჟი · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.