ხმელთაშუა ზღვა კვლავ ანტიკური სამყაროს მოწმეა — ამჯერად მის ფსკერზე გამორჩეული არქეოლოგიური აღმოჩენა განხორციელდა. იტალიის კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სიცილიის სანაპიროსთან, პალერმოდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ მაძარა-დელ-ვალოს სიახლოვეს, დაახლოებით 45 მეტრის სიღრმეზე რომაული ეპოქის ჩაძირული გემი და მასზე შენახული ანტიკური ტვირთი გამოვლინდა.
აღმოჩენა შემთხვევით არ მომხდარა: ადგილობრივმა მოქალაქეებმა ხომალდის სავარაუდო ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს გაუზიარეს, რის შემდეგაც იტალიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახური და კარაბინერთა საზღვაო ქვედანაყოფები ადგილზე გაემგზავრნენ. ერთობლივი ინსპექტირების შედეგად გემმა ყველა ეჭვი გაამართლა.
სპეციალისტების შეფასებით, გემი ძვ. წ. II-I საუკუნეებით თარიღდება, ანუ მიწისქვეშ ორ ათასწლეულზე მეტია, რაც ისვენებს. ფსკერზე ასობით ამფორაა შემონახული — ანტიკური სამყაროს ყველაზე გავრცელებული სატრანსპორტო ჭურჭელი, რომელსაც ძირითადად ღვინისა და ზეითუნის ზეთის გადაზიდვისთვის იყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ ამფორების დიდი ნაწილი საოცრად კარგ მდგომარეობაშია შემორჩენილი. გემის ფსკერზე ასევე ტყვიის ღუზის ტარი და იმავე მასალისგან დამზადებული სხვა ელემენტებია გამოვლენილი.
ოფიციალური წყაროები ამჟამად ათვალიერებენ, თუ კონკრეტულად რა ინახებოდა ჭურჭელში, ვინაიდან ტვირთის ზუსტი შემცველობა ჯერ დადგენილი არ არის.
ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ხმელთაშუა ზღვა ათასწლეულების განმავლობაში ცივილიზაციათა სავაჭრო სარტყელი იყო და მისი ფსკერი დღემდე უმდიდრეს არქეოლოგიურ საცავად რჩება.
Sheni Ambebi News
წყარო: www.ambebi.ge

