გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის ფეისბუქის გვერდზე აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ, როგორც გურამ დადიანიძის დედა – სოფო ბიბილაშვილი, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.
„შსს-მ დადო არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მე წინასწარ ვიცოდი რომ რაღაც პოსტი უნდა დადებულიყო ოსურ ენაზე.
აქამდე ვინარჩუნებდი კოლეგიალობა, მაგრამ ახლა უკვე ვხვდები, რომ არ სურთ ამ საქმის გამოძიება. ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას.
შსს-ს განცხადება რომ უდიდესი ტყუილია, ამის დასადასტურებლად ცოტა ხანში დავდებ სქრინებს და გავასაჯაროვებ ყველაფერს!“ – ამბობს ადვოკატი.


