„შეიძლება მოჰყვეს ინსულტიც და ადამიანის გარდაცვალებაც“ – ექიმის გაფრთხილება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ექიმი და ინფლუენსერი გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რომ კისრის ტკაცუნის ხმა „მარილების დაშლას“ არ ნიშნავს. მისი თქმით, ხმა სახსარში წნევის ცვლილებისა და სითხეში წარმოქმნილი ბუშტუკების გამო ჩნდება.

განსაკუთრებით საყურადღებოა კისრის ხშირი და ძალისმიერი გატკაცუნება. მკვეთრმა მოძრაობამ იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა ვერტებრული არტერიის კედლის დაზიანება — დისექცია გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ იშემიური ინსულტის რისკს ქმნის.

„არასდროს გააკეთოთ კისრის გატკაცუნება ისე ხშირად, როგორც ბევრი აკეთებს“, — აფრთხილებს გიორგი ღოღობერიძე.

მისი თქმით, კისრის ძალისმიერი მანიპულაციების შემდეგ ისეთი სიმპტომების გამოვლენისას, როგორიცაა თავბრუსხვევა ან წონასწორობის დარღვევა, აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „შეიძლება მოჰყვეს ინსულტიც და ადამიანის გარდაცვალებაც“ – ექიმის გაფრთხილება. 20 აგვისტო, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/შეიძლება-მოჰყვეს-ინსულტ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi