12 წლის წინ გაუჩინარებული გურიკა დადიანიძის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ, ბიჭის დედა ვრცელ კომენტარს აკეთებს.
სოფო ბიბილაშვილი ფიქრობს, რომ ეს მისი შვილის დაწერილი არ არის, რადგან პირადად მას, ან ოჯახის სხვა წევრს დაუკავშირდებოდა.
„ვიცი, რომ გურიკას საიტია. გურიკამ საიტი თუ ჩართო, მაშინ დედასაც მისწერდა და ეტყოდა, ცოცხალი ვარ და მოვდივარო. გურიკა გელაშვილ კახას რატომ მისწერდა, როცა დედა ჰყავს, მამა… ესე იგი, ვიღაცა მაგრად თამაშობს. ეს ხალხის მასხრად აგდება გამოდის.
თქვენ რომ იყოთ ჩემს ადგილას და ეგ მესიჯი წაიკითხოთ, დე, ცოცხალი ვარო და კახა გელაშვილთან აქვს მიწერილი, რას იფიქრებთ?! ვფიქრობ, რომ ეგ არის სიცრუე… გურიკას ქვეყანა ხალხი ჰყავს, ნათესავები, ბიძაშვილები, დედა, მამა, მამიდა ჰყავს, ბიძები… რაღა კახა გელაშვილს მისწერა“, – ამბობს სოფო ბიბილაშვილი.
ცნობისთვის, დადიანიძის გვერდზე 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც ასე ითარგმნება: „მოვიდა დრო“, „დადგა დრო“.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). „ვიღაცა მაგრად თამაშობს. თქვენ რომ იყოთ ჩემს ადგილას და წაიკითხოთ, დე, ცოცხალი ვარო და კახა გელაშვილთან აქვს მიწერილი, რას იფიქრებთ?!“ – სოფო ბიბილაშვილი. 20 აგვისტო, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ვიღაცა-მაგრად-თამაშობს/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-25T15:06:37+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
