ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი გავრცელებულ წერილზე განმარტებას აკეთებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ირაკლი ღარიბაშვილის დაცვის მხარე გავრცელებულ წერილზე განმარტებას აკეთებს

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი, მი­ხე­ილ შა­ყუ­ლაშ­ვი­ლი ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის “ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი წე­რი­ლის ავ­თენ­ტუ­რო­ბას ადას­ტუ­რებს.

  • თუმ­ცა ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ გან­ცხა­დე­ბას და­ურ­თო ექ­სპრე­მი­ერ­მა, მას არ მი­უ­ტა­ნია.

“მე არ მი­მი­ტა­ნია, მაგ­რამ ორ ინ­ფორ­მა­ცი­ას მოგ­ცემთ სულ: ერთი ის, რომ ვა­დას­ტუ­რებ, რომ ბა­ტო­ნი ირაკ­ლის წე­რი­ლია, რაც “ფე­ის­ბუქ­ში“ გა­მოქ­ვეყ­ნდა, მე­ო­რე ის, რომ უფრო დე­ტა­ლუ­რად ხვალ გა­ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას“, – აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი “ტვ პირ­ველ­თან“.

  • ცნო­ბის­თვის, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სადაც აღნიშნულია, რომ –  “დღე­ი­დან მისი და მისი ოჯა­ხის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და მთელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას“. რო­გორც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი აცხა­დებს, ხვალ, 18 აგ­ვის­ტოს ვრცელ წე­რილს გა­ავ­რცე­ლებს.

“ეს წე­რი­ლი გა­მო­მიგ­ზავ­ნეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით. მე ყვე­ლა­ფე­რი ვცა­დე და გა­ვა­კე­თე, რომ ეს ნა­ბი­ჯი არ გა­და­მედ­გა, სამ­წუ­ხა­როდ, სხვა გზა არ და­მი­ტო­ვეს, რომ წინ არ აღ­ვუდ­გე ამ ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხავ ბო­რო­ტე­ბას! ამ და­უნ­დო­ბელ სი­სას­ტი­კეს, ჩაგ­ვრას/უსა­მარ­თლო­ბას, ჩემი და ჩემი ოჯა­ხის გა­ნად­გუ­რე­ბის ბინ­ძურ გეგ­მას! ხვალ გა­ვავ­რცე­ლებ ვრცელ წე­რილს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვე­ტყვი ჩემს სი­მარ­თლეს! დღე­ი­დან, ჩემი და ჩემი ოჯა­ხის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და მთელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას!“ – აღ­ნიშ­ნუ­ლია ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის წე­რილ­ში.

ამას­თან, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი იმ წე­რილ­საც ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც ეხ­მა­უ­რე­ბა.

 

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი გავრცელებულ წერილზე განმარტებას აკეთებს. 17 აგვისტო, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ირაკლი-ღარიბაშვილის-ადვო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi