იტალიაში, სიცილიაზე მდებარე მუზეუმიდან რენესანსის პერიოდის ოთხი ნახატი მოიპარეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
იტალიაში, სიცილიაზე მდებარე მუზეუმიდან რენესანსის პერიოდის ოთხი ნახატი მოიპარეს

იტალიაში, სიცილიაზე მდებარე მუზეუმიდან რენესანსის პერიოდის ოთხი ნახატი მოიპარეს.

ქვეყნის კულტურის მინისტრის განცხადებით, ნამუშევრებს „განსაკუთრებული ღირებულება“ აქვს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, რათა დაადგინონ, როგორ შეძლეს მძარცველებმა მუზეუმში შეღწევა ისე, რომ სიგნალიზაცია არ ამოქმედებულა და ვინ დგას დანაშაულის უკან.

მუზეუმის დირექტორის, მარიზა მერკურიოს განცხადებით, ქურდობა შაბათს, დაახლოებით 21:50 საათზე მოხდა. მისი თქმით, „მომხდარი შოკისმომგვრელია“ და ეს დიდი დანაკარგია არა მხოლოდ მუზეუმის, არამედ მთელი ხელოვნების სამყაროსთვის.

ცნობისთვის, გუშინ იტალიის პოლიციამ რამდენიმე თვის წინ მოპარული სამი ძვირად ღირებული ნახატი მუზეუმში დააბრუნა. ფრანგი მხატვრების – სეზანის, რენუარისა და მატისის ნამუშევრები, რომელთა საერთო ღირებულება ცხრა მილიონი ევროა, 22 მარტს, ღამით ქალაქ პარმასთან მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს.

როგორც „ბიბისი“ წერს, ევროპის მუზეუმების უსაფრთხოების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გასული წლის ბოლოს გახდა, როდესაც ლუვრიდან მძარცველებმა დაახლოებით 88 მილიონი ევროს ღირებულების ისტორიული სამკაულები მოიპარეს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). იტალიაში, სიცილიაზე მდებარე მუზეუმიდან რენესანსის პერიოდის ოთხი ნახატი მოიპარეს. 17 აგვისტო, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/იტალიაში-სიცილიაზე-მდებ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi