სირიელმა ამბოხებულებმა ბაშარ ასადის მამის აკლდამა დაწვეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სირიელმა ამბოხებულებმა ქალაქ კარდაჰაში გაქცეული პრეზიდენტის ბაშარ ასადის მამის, ჰაფეზ ასადის აკლდამა დაწვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, თუ როგორ წვავენ ამბოხებულები ბაშარ ასადის მამის საფლავს ლატაკიის პროვინციის ქალაქ კარდაჰაში. BBC-მ მათი ვეფირიკაცია შეძლო.

ქალაქ კარდაჰაში ჰაფეზ ასადის გარდა მისი მეუღლის, ანისას და მათი უფროსი ვაჟის ბასილის საფლავებიც არის.

BBC აღნიშნავს, რომ ჰაფეზ ასადის შემდეგ სირიის მმართველი ბასილი უნდა ყოფილიყო, თუმცა ის 1994 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა, რის გამოც ხელისუფლება ჰაფეზის შემდეგ ბაშარ ასადმა გადაიბარა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ჰაფეზ ასადი სირიას 30 წლის მანძილზე მართავდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). სირიელმა ამბოხებულებმა ბაშარ ასადის მამის აკლდამა დაწვეს. 12 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/სირიელმა-ამბოხებულებმა-ბ/

  „გახსენით ჰორმუზის სრუტე. გემებს მოძრაობის საშუალება მიეცით“ - გაეროს გენერალური მდივანი ჰორმუზის სრუტის გახსნას მოითხოვს
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi