12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედის, სოფო ბიბილაშვილის განცხადებით, სოფელ მლეთაში ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად გამოირიცხა, რომ მისი შვილი მეწყერმა მოიყოლა.
სოფო ბიბილაშვილის თქმით, ხუთ დღეში გაკეთდა ის, რაც „12 წლის განმავლობაში არ გაუკეთებია არავის“.
„ყველაფერი გააკეთეს, ყველგან გადაატარეს, სკანერიც, მძიმე ტექნიკაც შემოიყვანეს, ჭაც შემოწმდა, არაფერი ისეთი არ არის. ძალიან გახარებული ვარ. გამოირიცხა, რომ მეწყერში არ მოყოლილა ბავშვი, იმედია ცოცხალია და ვიპოვნი.
ახლა, რაც ამათ გამიკეთეს, თავის დროზე არ გაკეთებულა და არც 12 წლის განმავლობაში გაუკეთებია არავის”, – ამბობს სოფო ბიბილაშვილი „ტვ პირველთან“.
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს. გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ჩაერთო.
მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო ღონისძიებები უწყევტ რეჟიმში გრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი – პოლიცია, ექსპერტ-კრიმინალისტები და მეხანძრე მაშველები შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით ამოწმებენ ტერიტორიას. უწყვეტ სამძებრო სამუშაოებს ესწრება დაკარგულის დედაც.
ცნობისთვის, 10 აგვისტოს, შსს-მ ვრცელი განცხადება გაავრცელა 2014 წელს დუშეთში, ლომისობის დღეს გაუჩინარებული ახალგაზრდის, გურამ დადიანიძის საქმეზე. უწყების განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა


