⭕ “საერთოდ არ შეესაბამება ვიდეოში არსებული ხმა გურიკას ხმას, დედა არის ძალიან ტრამვირებული და მის შვილს ეძებს ყველა ადამიანში”
გურამ დადიანიძის საქმის მოწმის, კახა გელაშვილის შვილი ამბობს, გავრცელებულ ვიდეოში გურამის ხმა არ არის.
“რაც შეეხება თვითონ ვიდეოს. პირდაპირ ვიტყვი, რომ საერთოდ არ შეესაბამება ვიდეოში არსებული ხმა გურიკას ხმას, საერთოდ. დარწმუნებული ვარ რომ ეს არ არის გურიკას ხმა – დედა არის ძალიან ტრავმირებული და დედა მის შვილს ეძებს ყველა ადამიანში და ყველა ხმა შეიძლება მიამსგავსოს და მე სავსებით მესმის მისი, მისი ტკივილის და არ არის ეს გასაკვირი, რომ დედამ ვიღაცის ხმა მიამსგავსა მისი შვილის ხმას. თუმცა, როგორც ვიცი ვიდეო ექსპერტიზას აქვს და ამის ავთენტურობა უნდა დადგინდეს, მაგრამ პირადად ჩემთვის ვიდეოს ავთენტურობაზე მეტად მნიშვნელოვანია ხმის ავთენტურობა. ვიდეო შეიძლება იყოს ავთენტური – ვიდეოში არსებული ხმა შეიძლება არ იყოს დადებული და იყოს რეალური კადრი, საერთოდ დაუმონტაჟებელი და პირდაპირ ატვირთული, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ეს გურიკას ხმაა. უნდა მოხდეს ხმის ავთენტურობის დადგენა, უნდა დადგინდეს ხმის ავთენტურობა – არის თუ არა ეს გურიკას ხმა” – ამბობს გურამ დადიანიძის საქმის მოწმე ანა გელაშვილი ტვ პირველთან ინტერვიუში.


