ქუთაისში მესამე ქვეითი ბრიგადის დაარსების დღე აღნიშნეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ქუთაისში მესამე ქვეითი ბრიგადის დაარსების დღე აღნიშნეს

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის, მესამე ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 34 წელი გავიდა. საიუბილეო ღონისძიება ქუთაისში, ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა. ქვედანაყოფის ხელმძღვანელობასა და პირად შემადგენლობას იუბილე, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ მიულოცა, მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, მესამე ქვეით ბრიგადაში სამხედრო ფიცი დადეს 8 თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა. დასავლეთის სარდლობისა და ბრიგადის ხელმძღვანელმა პირებმა მათ საქართველოს თავდაცვის ძალებში ღირსეული სამსახური უსურვეს.

ბრიგადის დღესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეები ფასიანი საჩუქრებითა და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. გაიმართა სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენაც. განაგრძეთ კითხვა

 

 

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ქუთაისში მესამე ქვეითი ბრიგადის დაარსების დღე აღნიშნეს. 7 აგვისტო, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ქუთაისში-მესამე-ქვეითი-ბ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi