პარასკევი, აგვისტო 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმირა უნდა ვიცოდეთ ფიბრომის შესახებ? რა იწვევს საშვილოსნოს ფიბრომას?

რა უნდა ვიცოდეთ ფიბრომის შესახებ? რა იწვევს საშვილოსნოს ფიბრომას?

რა უნდა ვიცოდეთ ფიბრომის შესახებ?

საშვილოსნოს ფიბრომა არის კეთილთვისებიანი სიმსივნე. დაუჯერებელია, მაგრამ ყოველი 4 ქალიდან 3 მაინც აქვს ფიბრომა, თუმცა მხოლოდ მათ ნახევართან არის დიაგნოსტირებული ეს დაავადება. საშვილოსნოს ფიბრომის ზომა შესაძლოა რამდენიმე მილიმეტრიდან 20 სმ-საც აჭარბებდნენ. შესაძლოა მხოლოდ ერთელი კვანძის სახით იყოს წარმოდგენილი ან იყოს მრავლობითი.
ლოკაციის მიხედვით განარჩევენ:
1. ინტრამურული – ფიბრომა იზრდება საშვილოსნოს კედლის სისქეშ.
2. სუბსეროზული – ფიბრომა იზრდება საშვილოსნოს კედლის გარეთა ზედაპირზე;
3. სუბმუკოზური – ფიბრომა იზრდება საშვილოსნოს შიდა შრიდან და მდებარეობს საშვილოსნოს ღრუში;
რა იწვევს საშვილოსნოს ფიბრომას?
ფიბრომა ძირითადად არის ჰორმონდამოკიდებული კეთილთვისებიანი სიმსივნე და ძირითადად ვითარდება ქალებში, რომლებსაც აქვთ ესტროგენის მაღალი დონე.
რისკის ქვეშ არიან ქალები, რომლებსაც პატარა ასაკში დაეწყოთ მენსტრუაცია, არ ქონიათ ორსულობა ცხოვრების მანძილზე და აქვთ სხეულის ჭარბი მასა.
გარკვეული ფაქტორები ასევე გავლენას ახდენენ ამ დაავადების განვითარებაზე, როგორიცაა უძრავი ცხოვრების წესი, სტრესი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი. დიეტა ასევე თამაშობს დიდ როლს: კვლევებით დადგენილია, რომ ქალები რომლებიც დიდი რაოდენობით ციტრუსებს მოიხმარენ ფიბრომა იშვიათად აქვთ; ასევე რძის პროდუქტების მომხმარებლებს იშვიათად უვითარდებათ. D და A ვიტამინის დეფიციტი ზრდის რისკს და ქალები, რომლებიც დიდი რაოდენობით მოიხმარენ წითელ ხორცს მაღალი რისკი აქვთ ფიბრომის.
სიმპტომები:
ხშირ შემთხვევაში საშვილოსნოს ფიბრომას სიმპტომები არ აქვს, მაგრამ ზოგჯერ კვანძი იმდენად დიდი იზრდება იწვევს ტკივილს მენჯის ღრუში და ჭარბი რაოდნეობით მენსტრუალურ სისხლდენას.
1. ჭარბი მენსტრუაცია;
2. სისხლიანი გამონადენი მენსტრუაციათა შორის პერიოდში;
3. მუცლის, მენჯის და ზურგის არეში ტკივილი;
4. ხშირი შარდვა;
5. მტკივნეული მენსტრუაცია;
6. ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს;
7. ანემია;
დიაგნოსტიკა
ყველაზე ხშირად ფიბრომის დიაგნოსტიკა ხდება ტრანსვაგინალური ექოსკოპიის დროს. ასევე შესაძლებელია დიაგნოსტირება მოხდეს ჰისტეროსკოპიის და MRI-ის დროს
შეუძლია თუ არა ფიბრომას გამოიწვიოს უშვილობა?
დიახ შეუძლია. ასევე შესაძლებელია ორსულობის შეწყვეტის(თვითნებითი აბორტის) მიზეზი გახდეს.
მკურნალობა:
მკურნალობა დამოკიდებულია ფიბროიდების ზომაზე, რაოდენობაზე, პავიენტის ასაკზე, სიმპტომების არსებობაზე, რეპროდუქციულ გეგმებზე,
ცხოვრების სტილის შეცვლა – ვარჯიში, ნაკლები სტრესი, სწორი კვება (ნაკლები წითელი ხორცი, ალკოჰოლი), ჭარბი წონის სემტხვევაში წონის დაკლება.
მედიკამენტური მკურნალობა – ეს მედიკამენტები ძირითადად არეგულირებენ სასქესო ჰორმონების დონეს:
– გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტები იწვევენ ესტროგენისა და პროგესტერონის დონის ვარდნას;
– გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის ანტაგოინისტები, რომლებიც აჩერებენ FSH და LHის პროდუქციას
– სელექტიური პროგესტერონის რეცეპტორზე მოქმედი საშუალებები, რომლებიც ბლოკავენ პროგესტერონის რეცეპტორებს.
ასევე მკურნალობის პროცესში ფართოდ გამოიყენება კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები, პროგესტერონის შემცველი სპირალი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.
ქირურგიული მკურნალობა
– მიომექტომია – უშუალოდ ფიბრომული კვანძის მოკვეთა ლაპაროტომიით ან ლაპაროსკოპიული მეთოდით
– ჰისტერექტომია – მთლიანი სასვილოსნოს ამოკვეთა დანამატებთან ერთად ან მის გარეშე.
ექიმი გივი მალიაშვილი 
  ქართული ტრადიციული კერძები. რა ხდის ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს უნიკალურს?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.