ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ წირვა აღავლინა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ პატრიარქმა გვარები დალოცა.
ამასთან, სიონის საპატრიარქო ტაძარში პატრიარქი ნეტარხსენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
“გილოცავთ ილიაობას. დღეს არის წმინდა წინასწარმეტყველ ილია თეზბიტელის ხსენება. დღეს არის ასევე წმინდა ილია მართლის ხსენება და ამ დღეს ჩვენ ყოველთვის ვიკრიბებოდით და ვულოცავდით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ანგელოზის დღეს. სამი დიდი მოღვაწე, დიდი მოშურნეობით იცავდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, სულიერ და ეროვნულ ღირებულებებთან მებრძოლ ძალებს და შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი როლი შეასრულეს ღირებულებების გადარჩენის საქმეში. მიუხედავად მრავალი ქარიშხლისა, რომელიც თავს დაატყდა საქართველოს, ჩვენს ეკლესიას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წინამძღოლობის პერიოდში, ვერცერთმა ამ ქარიშხალმა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ვერ შეაშინა, ვერ შეარყია და ასე უდრეკად მიისწრაფოდა ის უფლისკენ და მართავდა ეკლესიის ხომალდს”, – განაცხადა პატრიარქმა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). „დღეს არის ასევე წმინდა ილია მართლის ხსენება – მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე ვერცერთმა ქარიშხალმა ვერ შეაშინა, ვერ შეარყია – უდრეკად მიისწრაფოდა უფლისკენ და მართავდა ეკლესიის ხომალდს – შიო მესამე. 2 აგვისტო, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/დღეს-არის-ასევე-წმინდა-ი/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T20:41:43+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
