„ასეთი ტკივილის დროს, „ტურნიკზე“ ჩამოკიდება კატეგორიულად დაუშვებელია“ – ზურაბ მიქელაძე საზოგადოებას მიმართავს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ამბობს, რომ წელის მწვავე ტკივილის დროს, როდესაც ტკივილი გადაეცემა ფეხში,  „ტურნიკზე“ ჩამოკიდება კატეგორიულად დაუშვებელია.

„წელის მწვავე ტკივილის დროს, როდესაც ტკივილი გადაეცემა ფეხში, კატეგორიულად დაუშვებელია „ტურნიკზე“ ჩამოკიდება. ჩემს პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც პაციენტს ურჩევენ ჩამოეკიდონ „ტურნიკზე“ იმ მიზეზით,
თითქოს მოხდება მოჭყლეტილი ნერვის დეკომპრესია. ეს ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან მალთაშორისი დისკის თიაქრის დროს ისედაც დაზიანებულია მალთაშორისი დისკის რკალი, ხოლო ჩვენ რომ ჩამოვეკიდებით, ჩვენი სხეულის მთელი ძალით, ისედაც დაზიანებული მალთაშორისი დისკის რკალი უფრო ზიანდება. ვითარდება დამატებითი მიკროტრავმები და სავსებით შესაძლებელია, რომ მოხდეს მდგომარეობის გაუარესება. ამიტომ გთხოვთ, ხერხემლის ტკივილისას ნუ ჩამოეკიდებით „ტურნიკზე“ და არც არავის ურჩიოთ, რომ ჩამოეკიდოს.
უპირველესად უნდა დავადგინოთ მიზეზი, უნდა მიმართოთ ექიმს, უნდა გადავიღოთ MRI და უნდა ვუმკურნალოთ პრობლემას“, – ამბობს ექიმი.

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „ასეთი ტკივილის დროს, „ტურნიკზე“ ჩამოკიდება კატეგორიულად დაუშვებელია“ – ზურაბ მიქელაძე საზოგადოებას მიმართავს. 31 ივლისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ასეთი-ტკივილის-დროს-ტუ/

  ირაკლი არაბული განმარტავს, თუ რატომაა საზამთროს გარეცხვა აუცილებელი
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi