„უმეტესად ყურის ჩხირით დაზიანებული დაფის აპკები ქირურგიულად აღსადგენი ხდება – „ყურის ჩხირი პაციენტს დარჩა ყურში, ტრავმა მიიღო მოზარდმაც…” – ოტორინოლარინგოლოგი საზოგადოებას აფრთხილებს

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
„უმეტესად ყურის ჩხირით დაზიანებული დაფის აპკები ქირურგიულად აღსადგენი ხდება - „ყურის ჩხირი პაციენტს დარჩა ყურში, ტრავმა მიიღო მოზარდმაც..." - ოტორინოლარინგოლოგი საზოგადოებას აფრთხილებს

უმეტესად ყურის ჩხირით დაზიანებული დაფის აპკები ქირურგიულად აღსადგენი ხდება

პოდკასტში, „ოთარი ექიმო“ ოტორინოლარინგოლოგი, გრიშა თოფურია ამბობს, რომ უმეტესად ყურის ჩხირით დაზიანებული დაფის აპკები ქირურგიულად აღსადგენი ხდება. ექიმმა რამდენიმე შემთხვევა გაიხსენა, რა დროსაც მას პაციენტმა მძიმე დაზიანებით მიმართა:

„პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამ ჩხირებმა ბევრი თუ არა, საკმაოდ მოგვიმატა საქმე (ოტორინოლარინგოლოგებს) ამ ჩხირით დაზიანებული დაფის აპკები ქირურგიულად აღსადგენი ხდება და თავის ტკივილად იქცევა პაციენტებისთვის…

ჩხირების წინააღმდეგი მე არ ვარ, ახლა გამოუშვეს სხვა მოდელის ჩხირები, დამცავით, რომელიც ნაკლებად ტრავმულია, მაგრამ ის წვრილთავიანი ყურის ჩხირებით, იყო შემთხვევა, რომ პაციენტს დარჩა ყურში, ბავშვს ეთამაშებოდა და მისი მოქნეული ხელი მოხვდა, ხომ წარმოგიდგენიათ რაც მოხდებოდა, იგივე ტრავმა მიიღო მოზარდმაც…

ეს ისეთი ტრავმული დაზიანებებია, რომლებიც საკმაოდ რეკონსტრუქციულ ქირურგიას ითხოვს, ამიტომ მეც კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ ჩხირებს…“ – ამბობს სპეციალისტი.

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „უმეტესად ყურის ჩხირით დაზიანებული დაფის აპკები ქირურგიულად აღსადგენი ხდება – „ყურის ჩხირი პაციენტს დარჩა ყურში, ტრავმა მიიღო მოზარდმაც…” – ოტორინოლარინგოლოგი საზოგადოებას აფრთხილებს. 26 ივლისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/უმეტესად-ყურის-ჩხირით-დ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T01:16:49+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi