„სალომე კასრაძის პოდკასტის“ სტუმარია, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი, საშა კალანტაროვი.
წამყვანის კითხვაზე – რამდენად სწორია, როდესაც ქალებს ჰგონიათ, რომ დიდი მკერდი დაეხმარებათ მამაკაცის მოხიბვლაში, ან გაფუჭებული ურთიერთობის აღდგენაში, პლასტიკურმა ქირურგმა უპასუხა:
„ჩემი პირადი აზრია, რომ ქალბატონს არ სჭირდება ძუძუ იმისთვის, რომ დაამყაროს გინდ მეგობრული და გინდ სექსუალური ურთიერთობა მამაკაცთან, ამისთვის არსებობს აბსოლუტურად სხვა გზები, მაგას ეძახიან ქიმიას, კოსმოსს, რაღაც სხვას.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფასებთ ქალბატონებს მამაკაცურად, გარეგნულად პირველ რიგში, სანამ დაველაპარაკებით, გავეცნობით, სანამ სადმე დავპატიჟებთ- ეს ბუნებრივია და ყოველთვის ეგრე იყო. ქალბატონი კიდევ სხვანაირად აფასებს მამაკაცს…
არის ძალიან კარგი ტერმინი, სექსუალურობა, ეს არანაირ კავშირში ესთეტიურ სილამაზესთან არ არის. ქალი უნდა იყოს სექსუალური, შეიძლება იყოს პატარა ძუძუთი, დიდი ცხვირით, მაგრამ მაინც სექსუალური დარჩეს, არავინ არ იცის რატომ. ეს არის ის ქიმია, რომელიც არსებობს ქალსა და მამაკაცს შორის“ – ამბობს საშა კალანტაროვი


