სამშაბათი, ივნისი 30, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარა გეგმები აქვს რუსთავის მერიას ჰაერის დაბინძურების შემცირებისთვის? - ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი...

რა გეგმები აქვს რუსთავის მერიას ჰაერის დაბინძურების შემცირებისთვის? – ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ჭალის ტყის განვითარებაა

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები წარადგინა.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტი დაკისრებულ ვალდებულებებს ეტაპობრივად ასრულებს, რუსთავს ჯერ კიდევ არ შეუძლია საკუთარ თავს სრულფასოვნად „მწვანე ქალაქი“ უწოდოს.

მერის თქმით, ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ჭალის ტყის განვითარებაა, რომელიც მომავალში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. პროექტი გარემოს დაცვის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. მიმდინარე წელს ამ ტერიტორიაზე 5 000-ზე მეტი ხე დაირგო, ხოლო გამწვანების კამპანიებში დაახლოებით 6 000 მოქალაქე ჩაერთო.

ნინო ლაცაბიძემ ასევე ისაუბრა საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შესახებ. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საწარმოო ზონების მიმდებარე გზების მოწესრიგებას, რადგან ძლიერი ქარის დროს სწორედ ამ ტერიტორიებიდან მტვრისა და სხვა ნაწილაკების გაფრქვევა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს. პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს ქალაქის შიდა მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარებაც.

ტრანსპორტის მიმართულებით მერმა აღნიშნა, რომ უკვე განახლებულია მუნიციპალური ავტოპარკი და ქალაქში ევრო 5-ისა და ევრო 6-ის ეკოლოგიური სტანდარტების ავტობუსები მოძრაობს, როგორც შიდა, ისე რუსთავი–თბილისის მარშრუტებზე. მისი თქმით, შემდეგი ეტაპი ელექტრობუსების დანერგვა იქნება, რაზეც მუნიციპალიტეტი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით მუშაობს. ლაცაბიძის შეფასებით, ქალაქის რელიეფი და გეოგრაფიული მდებარეობა ამ პროექტის წარმატებით განხორციელების შესაძლებლობას იძლევა, რაც ჰაერის ხარისხსა და ურბანულ გარემოზე დადებით გავლენას მოახდენს.

მდგრადი განვითარების მიმართულებით მუნიციპალიტეტი რამდენიმე ახალ ინიციატივასაც გეგმავს. ერთ-ერთი მათგანია ქალაქის მწვანე სივრცეების ტექნიკური წყლით სრულად მომარაგება. ამჟამად ასეთი სისტემა ქალაქის მხოლოდ ნაწილში ფუნქციონირებს, თუმცა მერის განცხადებით, მიზანია, რუსთავი საქართველოში ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტი გახდეს, სადაც მწვანე ზონები მთლიანად ტექნიკური წყლით მოირწყვება.

გარდა ამისა, ქალაქი საკუთარ სანერგე მეურნეობასაც ავითარებს. უკვე მიღებულია პირველი შედეგები — მუნიციპალიტეტმა საკუთარი რესურსებით დაახლოებით 6 000 ხემცენარე გააშენა. პარალელურად, მიმდინარეობს სასათბურე მეურნეობის მოწყობაც, რაც მომავალში ქალაქის გამწვანების პროცესს უფრო მდგრადსა და ეკონომიკურად ეფექტიანს გახდის.

  იტალია უკრაინას 400 ერთეულ M113 – VCC-2 Camilino ტიპის ჯავშანტრანსპორტიორს გადასცემს

მერმა ყურადღება გაამახვილა საგანმანათლებლო დაწესებულებების გამწვანების ახალ პროექტზეც. ინიციატივა სკოლებისა და საბავშვო ბაღების ეზოებში არსებული ფართო ტერიტორიების უფრო ეფექტიანად გამწვანებასა და ბავშვებისთვის ეკოლოგიურად სასარგებლო გარემოს შექმნას ითვალისწინებს. პროექტის დაწყება 2026 წლიდან იგეგმება.

ლაცაბიძის განცხადებით, მუნიციპალური განვითარების ფონდთან თანამშრომლობით უკვე განხორციელდა ქალაქის შესასვლელის გამწვანება. მისივე თქმით, ჰაერის ხარისხის მართვის გეგმაში ერთ-ერთ რეკომენდაციად ქარსაცავი მწვანე ბარიერების მოწყობა იყო განსაზღვრული, თუმცა მუნიციპალიტეტს ამისთვის საკმარისი ფინანსური რესურსი არ გააჩნდა. აღნიშნული პროექტის განხორციელება სწორედ მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1-ელ ივნისს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რუსთავის მერიას შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია ქალაქში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.