პარასკევი, ივნისი 26, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„დუმილი უკვე მორალური თანამონაწილეობაა - სიცილი, რომელიც ტრაგედიის ფერფლზე იბადება, საზოგადოებრივი სხეულის...

„დუმილი უკვე მორალური თანამონაწილეობაა – სიცილი, რომელიც ტრაგედიის ფერფლზე იბადება, საზოგადოებრივი სხეულის ონკოლოგიური დაავადების პირველი სიმპტომია“-ირაკლი ყიფიანი იუთუბ არხზე იუმორისტულ შოუში ლეიკემიით დაავადებულების შესახებ ხუმრობას ეხმიანება

პოლიტოლოგი და სტრატეგიული პროცესების ანალიტიკოსი ირაკლი ყიფიანი იუთუბ არხზე იუმორისტულ შოუში ლეიკემიით დაავადებულების შესახებ ხუმრობას ეხმიანება:

„შორიდან ვადევნებდი თვალს ატეხილ აურზაურს და დიდხანს ვყოყმანობდი, საერთოდ ღირდა თუ არა საჯარო სივრცეში საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. ბუნებით არასდროს ვყოფილვარ ეგრეთ წოდებული „გაუქმების კულტურის“, ბრბოს ფსიქოლოგიისა და კოლექტიური ჩაქოლვის მომხრე. სრულიად გულგრილი ვარ იმის მიმართაც, თუ ვინ რაში ჩამითვლის ჩემს ახლანდელ სიტყვას და რა იარლიყს მომაკერებს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, თუმცა დგება ზღვარი, სადაც დუმილი უკვე მორალური თანამონაწილეობაა.
სიცილი, რომელიც ტრაგედიის ფერფლზე იბადება, საზოგადოებრივი სხეულის ონკოლოგიური დაავადების პირველი სიმპტომია. მორალური რღვევა არ იწყება მასშტაბური კატაკლიზმებით. პროცესი შეუმჩნევლად, ტაშის ხმაურით მიმდინარეობს იქ, სადაც სიკვდილი და ადამიანური ტანჯვა კომერციული სანახაობის იაფფასიან ნედლეულად გარდაიქმნება. სცენიდან ნასროლი ფრაზა სასიკვდილო დაავადების შესახებ, რომელსაც აუდიტორიის მხიარული რეაქცია მოჰყვება, კოლექტიური ცნობიერების კლინიკურ სიკვდილს აფიქსირებს. ბიოლოგიური ანომალია, რომელიც უჯრედულ დონეზე ანადგურებს სიცოცხლეს და ოჯახებს ენით უთქმელ ტკივილს აყენებს, მდარე მასხარების ხელში უცბად კომედიური ჟანრის ინსტრუმენტად გვევლინება.
ტრაგედიის კაპიტალიზაცია ახალი ფენომენი სრულებით არ გახლავთ. ჩვენმა სოციუმმა დიდი ხნის წინ გაიარა ფაზა, როდესაც სხვისი უბედურების, აზარტული დამოკიდებულებისა და დანგრეული ცხოვრების ხარჯზე უზარმაზარი ფინანსური იმპერიები შენდებოდა. აქვე აუცილებლად უნდა ითქვას რაღაც, რაზეც არაერთხელ საჯაროდაც გამიმახვილებია ყურადღება: გაღატაკებულ, სოციალურად განადგურებულ ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის რეკლამირება მილიონერი სპორტსმენების მხრიდან უბრალოდ სირცხვილია. ვიცი, ახლა ბევრი დამიწყებს საუბარს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდებზე, უმუშევრობის ისტორიულ მინიმუმამდე დაყვანასა და მსგავს სტატისტიკურ მაჩვენებლებზე, მაგრამ ჩემს ირგვლივ უამრავი გაჭირვებული და უმუშევარი ადამიანია. ვაგლახ, რომ მათ განათლებასა და გამოცდილებას ვერავინ დაუწუნებს, თუმცა აღნიშნულ პრობლემაზე სრულიად ცალკე, სხვა ფორმატში ვისაუბრებ. ფაქტია, ეკრანზე ვხედავთ სწორედ აზარტული თამაშების ფულით დაფინანსებულ მარაზმს. სათამაშო ბიზნესის სისხლიანი ფულით ნაშენები კოშკები და ტერმინალურ დიაგნოზზე აგებული ხუმრობები ერთი და იმავე მორალური ვაკუუმიდან იკვებება.
დავფიქრდეთ წამით იმ დედებზე, რომლებსაც საავადმყოფოს პალატის კართან ლოცვაში უთენდებათ ღამეები. წარმოვიდგინოთ მამები, რომლებიც უთანასწორო ბრძოლაში არიან ჩაბმულნი და ყოველდღიურად ცდილობენ, სიკვდილს ხელიდან გამოგლიჯონ შვილი, მეგობარი, თუ ძმა. გაიხსენეთ ყველა მოქალაქე, ვინც უხილავ ფრონტზე საკუთარი სისხლის თეთრ უჯრედებს ებრძვის. მილიონობით ადამიანი გადარჩენისთვის ომობს, სცენაზე მდგომი ფსევდოკომიკოსები და სულით ვაჭრები კი მათ ტკივილზე იცინიან.
უმსგავსობის აღსაქმელად რელიგიური კუთვნილება არავის სჭირდება. არც ქრისტიანობა, არც ისლამი, არც იუდაიზმი და არც ბუდიზმი არ წარმოადგენს აუცილებელ პირობას ადამიანობის შესანარჩუნებლად. ყველა დიდი კონფესია თუ ფილოსოფიური მიმდინარეობა სხვისი ტანჯვის თანაგრძნობაზე დგას. იუდაიზმი გვასწავლის, რომ ერთი სიცოცხლის გადარჩენა მთელი სამყაროს გადარჩენას უდრის. ისლამი უმკაცრესად გმობს სუსტთა და დავრდომილთა დაცინვას. ბუდიზმის მთავარი ღერძი ყოველ ცოცხალ არსებასთან კარმული თანაგრძნობაა. მე მართლმადიდებელი ვარ. სახარება და წმინდა მამები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ სხვისი ტანჯვის უგულებელყოფა საკუთარი სულის მკვლელობაა. მაცხოვარი ხომ ნათლად გვაფრთხილებს: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, მე გამიკეთეთ“. როდესაც გაჭირვებულს, სნეულსა და ტკივილიანს დასცინი, პირდაპირ ღმერთს შეურაცხყოფ. ალბათ ბევრი დაიწყებს ვიშვიშს წერილში გაჩენილი რელიგიური ჩანართის გამო, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, მიმიფურთხებია მსგავსი კრიტიკისთვის. უამრავ ათეისტს ვიცნობ, უმაღლესი ინტელექტის მქონე პიროვნებებს, რომლებიც საკუთარ თავს ოდნავ მიმსგავსებულ მორალურ დაცემასაც კი არასდროს აკადრებდნენ. დაუწერელი კანონები არსებობს, რომელთა დარღვევაც პიროვნულ კოლაფსს ნიშნავს.
ფილოსოფიური და ლიტერატურული პრიზმიდან რომ შევხედოთ, ყველაფერი კიდევ უფრო ნათელი ხდება. დოსტოევსკი რომანში „დანაშაული და სასჯელი“ აღწერს გენიალურ სცენას, როდესაც რასკოლნიკოვი სონიას ფეხებში უვარდება და ეუბნება: „მე შენ კი არა, მთელ ადამიანურ ტანჯვას ვცემ თაყვანს“. გესმით? დიდი მოაზროვნეები ადამიანურ ტანჯვას თაყვანს სცემდნენ, სცენის ახალგამომცხვარი „გმირები“ კი ავადმყოფთა ცრემლებზე ფეხებს იწმენდენ. ილია ჭავჭავაძე ერთგან წერდა: „არის ისეთი საგნები, რომელთაც კაცმა თუ ზედ არ მიაფურთხა, ისე პასუხს ვერ გასცემსო“. სწორედ მსგავს კატეგორიას განეკუთვნება ხსენებული პერფორმანსიც.
პოლიტიკური ფილოსოფია და სამართლებრივი აზროვნება ფუძემდებლურ პოსტულატზე დგას: ერთობის სიმტკიცე მისი ყველაზე მოწყვლადი წევრების მიმართ დამოკიდებულებით იზომება. ემპათიის კოლაფსი არ წარმოადგენს უბრალო ეთიკურ გადაცდომას, იგი საზოგადოებრივი ხელშეკრულების რღვევის პირდაპირი ინდიკატორია. ბოროტების ბანალურობა ზუსტად მსგავს მდგომარეობას აღწერს, როცა შემზარავი მოვლენები ყოველდღიურობის ნორმად ან გასართობად ფორმირდება. როდესაც საჯარო სივრცეში დაშვებულია სიკვდილთან ფლირტი მდარე რეიტინგის მოსაპოვებლად, იქ მთავრდება ცივილიზაცია და იწყება ველურობა. იმანუელ კანტი კატეგორიულ იმპერატივში გვასწავლიდა: მოექეცი ადამიანს ისე, როგორც მიზანს და არასდროს, როგორც საშუალებას.
ინტელექტუალური პასუხი უმსგავსობის მიმართ ვერ იქნება მხოლოდ აღშფოთება. საჭიროა პრობლემის ანატომიის ზუსტი გააზრება. მაყურებელი, რომელიც მსგავს პერფორმანსს უკრავს ტაშს, უშუალოდ ხდება თანამონაწილე იმ დაუნდობელი მანქანისა, რომელიც ღირსების სრულ დევალვაციას ეწევა. იგნორირება და კულტურული მარგინალიზაცია რჩება ერთადერთ გზად იმ ვირუსის შესაჩერებლად, რომელიც იუმორის ნიღბით ჩვენი უმთავრესი მახასიათებლის, ადამიანურობის, საბოლოო განადგურებას ცდილობს. ტკივილზე მოცინარნი ვერ ხვდებიან ერთ მარტივ ჭეშმარიტებას: უფსკრულში ჩახედვისას, უფსკრულიც ყოველთვის შემოგყურებს თვალებში. საზოგადოება, რომელიც ლეიკემიით დაავადებულთა ტანჯვას ტაშით ხვდება, თავად არის რეანიმაციაში და სულიერად სუნთქავს აპარატზე.“
ირაკლი ყიფიანი
  უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.