საუკუნეებს გადარჩენილი ხულუტის ციხე-დარბაზი, ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, ისტორიულ იერსახეს უბრუნდება. ხულუტის ციხე-დარბაზი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, ახლა განახლებული სახით მზად არის ვიზიტორებს უმასპინძლოს.
გახსნის ღონისძიების ფარგლებში მსახიობმა ზვიად დოლიძემ ლადო ასათიანის ლექსები წაიკითხა, ხოლო ქართული ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის წარმომადგენლებმა ისტორიული ამბები ავთენტური სამოსითა და სანახაობრივი წარმოდგენით გააცოცხლეს.
მოძრაობა, “კულტურული მემკვიდრეობისთვის” ხელმძღვანელი, ნინო ბურჭულაძე აღნიშნავს, რომ განახლებული ციხე-დარბაზების გარდა, მათ ასევე წარუდგინეს ხულუტის მარანი და საიდუმლო წყლის რეზერვუარი, საიდანაც ციხეში, მტრის ალყის დროს წყლის მომარაგება ხდებოდა.
“საზოგადოებას მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის ხულუტის ციხე-დარბაზის განახლებული სივრცეები წარვუდგინეთ, ძირითადი ეტაპები ამ ძეგლის რეაბილიტაციის, უკვე დამთავრებული იყო, თუმცა რჩებოდა ორი ადგილი, ეს გახლავთ ხულუტის მარანი, რომელიც წინა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს იყო აღმოჩენილი, მეორე ეს არის საიდუმლო წყლის რეზერვუარი, საიდანაც წყლის მომარაგება ხდებოდა მტრის ალყის დროს ციხეში”, – აღნიშნა ნინო ბურჭულაძემ.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ხულუტის ციხე-დარბაზის რეაბილიტაცია დასრულდა – ისტორიული ციხე-დარბაზი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, განახლებული სახით მზად არის ვიზიტორებს უმასპინძლოს. 30 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ხულუტის-ციხე-დარბაზის-რ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · განათლება / სწავლება
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · მარკეტინგი / PR
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-19T23:19:07+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
