„იზრდება იღბლისა და წარმატების შანსები…“ – ასტროლოგი უახლოესი დღეების 2 ფავორიტ ნიშანს ასახელებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ასტროლოგი ანა მზიანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ზოდიაქოს ნიშნებს მიმართავს. მისი თქმით, სილამაზისა და ჰარმონიის პლანეტა ვენერა, 9 ივლისის ჩათვლით, ცეცხლოვან ლომში იქნება.

როგორც ასტროლოგი განმარტავს, ამ პერიოდში, იზრდება აღიარების, თვითდამკვიდრებისა და ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი. ბევრს გაუძლიერდება სურვილი, იგრძნოს საკუთარი უნიკალურობა და ამის დადასტურება სხვებისგანაც მიიღოს.

„შემოქმედი ადამიანები მარტივად შეძლებენ თავიანთი ნიჭის დემონსტრირებას. საყვარელი ადამიანი გაგანებივრებთ კომპლიმენტებით, საჩუქრებით, შეიძლება დაგპატიჟოთ ლამაზ და მდიდრულ ადგილას. ზოგადად, დროის ერთად გატარება და სიყვარულისა და სიმდიდრის გამომხატველი ფოტოების სოცქსელებში ატვირთვა გახშირდება.

მოგინდებათ მეტი სიყვარულის გამოხატვა შვილების მიმართ. შეიძლება მეტი ფული დაგეხარჯოთ მათ გაბედნიერებაზე.

- Advertisement -
Ad imageAd image

ვენერას ლომში ყოფნა ჰარმონიულობას, ვნებას და ფულს მოუტანს ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს (ვერძი, ლომი და მშვილდოსანი) ხოლო ტყუპისა და სასწორისთვის იზრდება იღბლისა და წარმატების შანსები.
ეს არის სიამოვნებისა და სიხარულის, თამაშებისა და გართობის, კომპლიმენტებისა და აღფრთოვანების და შემოქმედებითი თვითგამოხატვის დრო.

იყავით სიყვარულით აღსავსე, შემოქმედებითი, გააოცეთ გარშემო მყოფები თქვენი ინდივიდუალურობით და გაეცით სიყვარული, საყვარელი ადამიანის, ბავშვების და ზოგადად სამყაროს მიმართ“,- ამბობს ასტროლოგი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „იზრდება იღბლისა და წარმატების შანსები…“ – ასტროლოგი უახლოესი დღეების 2 ფავორიტ ნიშანს ასახელებს. 17 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/იზრდება-იღბლისა-და-წარმ/

  როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ქათამი სააღდგომო სუფრისთვის
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi