ილია თოფურიასთან დაკავშირებით, UFC-ის ხელმძღვანელი, დანა უაითი ინფორმაციას ავრცელებს.
„ილია საავადმყოფოშია. ბევრი ზიანი მიიღო. ექიმი არ ვარ, მაგრამ ისე გამოიყურებოდა, რომ თვალბუდის ძვალი ჰქონდა ჩამტვრეული. დანამდვილებით არ ვიცი ჯერ, თუმცა ამას ვვარაუდობ. [ილია] ახლა სახლში უნდა დაბრუნდეს და იმდენი დრო აიღოს დასასვენებლად, რამდენიც სჭირდება.
დღევანდელი საღამო მისთვის მძიმე იყო. ერთადერთი, რაც მინდა, რომ ჯანმრთელად იყოს, კარგად იყოს… მის შემდეგ ბრძოლაზე ჯერ არც კი ვფიქრობ. მინდა, სახლში დაბრუნდეს, დაისვენოს და გამოჯანმრთელდეს“, – ამბობს UFC-ის ხელმძღვანელი, დანა უაითი ილია თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
თოფურია კარიერაში პირველად დამარცხდა. გეიჯიმ კი 28-ე გამარჯვება მოიპოვა. ამავე ღონისძიებაზე ალექს პერეირაც დამარცხდა, რომელსაც სირილ განმა მოუგო.


