„,ფეისბუქ” გვერდი, Microderma · მიკროდერმა ექიმი პოდოლოგის, ხათუნა ნოდიას ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც სპეციალისტი კოჟრის მკურნალობის გზებზე საუბრობს.
კოჟრი მუდმივი ზეწოლისა და ხახუნის შედეგად ვითარდება, რაც ხშირად ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს
პოდოლოგი ამბობს, რომ კოჟრი მუდმივი ზეწოლისა და ხახუნის შედეგად ვითარდება, რაც ხშირად ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს.
„კოჟრი უმეტესად ტერფის საყრდენ ზედაპირებზე თითებს შორის ან თითების გარეთა ზედაპირზე ქსოვილების ხშირი დაზიანების და დაჟეჟილობის შედეგად ვითარდება. ის საკმაოდ მტკივნეული წარმონაქმნია და ადამიანს მოძრაობასაც კი უზღუდავს. მოცილების მეთოდი, ექიმის მიერ ინდივიდუალურად კოჟრის ადგილმდებარეობის და მდგომარეობიდან გამომდინარე განისაზღვრება.
შესაძლოა მოხდეს როგორც C2 ლაზერით მოცილება, თხევადი აზოტით მოყინვა, მაგრამ მთავარი გახლავთ პოდოლოგიური სამედიცინო პროცედურა, რომელიც პოდოლოგიური აპარატით ხორციელდება, თუ რომელი მეთოდია საჭირო, ეს ექიმის მიერ განისაზღვრება ინდივიდუალურად.
მთავარია კოჟრის რეციდივი, ანუ კვლავ წარმოქმნა ავირიდოთ თავიდან და სწორედ ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას, როგორ დავიცვათ კოჟრის ადგილი, ეს იქნება ტერფის სუპინატორი თუ თითის დამცავი, რათა თავიდან ავირიდოთ კოჟრის წარმოქმნა“ – ამბობს ექიმი პოდოლოგი, ხათუნა ნოდია.


