სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ივლისში კი საზაფხულო ბაღები იფუნქციონირებს.
,,მოგეხსენებათ, სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს სრულდება, 1-ელი ივლისიდან კი მთელი თვის განმავლობაში იმუშავებს საზაფხულო ბაღები. წელს თბილისში 54 საზაფხულო ბაღი იფუნქციონირებს, სადაც 19 500-მდე აღსაზრდელი ჩაირიცხება.


