პარასკევი, მაისი 29, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაირაკლი ყიფიანი: „არა, ეს ყველაფერი დადგმული არ ყოფილა - ეს ქვეყანა ბრმა...

ირაკლი ყიფიანი: „არა, ეს ყველაფერი დადგმული არ ყოფილა – ეს ქვეყანა ბრმა არ არის, ისტორიას ვერ გადაწერთ! მიცვალებულებს ვერ გააჩუმებთ!“

„ნაციონალური მოძრაობის“ მმარველობის წლებში ჩადენილ დანაშაულებებთან დაკავშირებით პოლიტოლოგი და სტრატეგიული პროცესების ანალიტიკოსი ირაკლი ყიფიანი პოსტს აქვეყნებს:

„ვისაც ციხის კადრები, ადამიანის ღირსების სისტემური განადგურება და ის ინსტიტუციონალიზებული ჯოჯოხეთი დღემდე „დადგმული“ გგონიათ, ერთი ძალიან მარტივი, კონკრეტული და პირდაპირი კითხვა მაქვს თქვენთან.
26 მაისის სისხლიანი დარბევა, რუსთაველის გამზირზე ადამიანების უმოწყალოდ ცემა, ხელებაწეული მოქალაქეების დევნა, ალყაში მოქცევა, განადგურება და შემდეგ სახურავებზე აღმოჩენილი მიცვალებულები, ეგეც დადგმული იყო?
7 ნოემბრის ტერორი, ქუჩებში გაზით მოწამლული საზოგადოება, სპეცრაზმის მიერ უმოწყალოდ ნაცემი ადამიანები, დამოუკიდებელ ტელევიზიაში ავტომატებით შეჭრა და პირდაპირ ეთერში თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, ეგეც დადგმული იყო?
სანდრო გირგვლიანის გატაცება, წამება, ოქროყანის ტყეში სადისტური დასჯა და შემდეგ მთელი სახელმწიფო მანქანის მიერ მკვლელობის გადაფარვის მცდელობა, ეგეც დადგმული იყო?
ბუტა რობაქიძის ქუჩაში ჩაცხრილვა, ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლის წართმევა და შემდეგ საკუთარი დანაშაულის გადასაფარად იარაღების ჩადების ამაზრზენი სპეცოპერაცია, ეგეც დადგმული იყო?
კორტებთან ზურა ვაზაგაშვილისა და მისი მეგობრების საჩვენებელი ჩაცხრილვა შუაგულ ქალაქში, ყველას დასანახად, როგორც ადამიანებზე სახელმწიფოს ძალადობრივი ძალაუფლების დემონსტრაცია, ეგეც დადგმული იყო?
ნავთლუღის ე.წ. სპეცოპერაცია, სამი ახალგაზრდა კაცის ჩაცხრილვა, შემდეგ კი ამ ყველაფრის „ტერორისტულ საფრთხედ“ შეფუთვის მცდელობა, ეგეც დადგმული იყო?
სპეცოპერაციების შავ რიტუალად ქცევა, როცა ადამიანი ჯერ უნდა მოეკლათ, მერე მისთვის იარაღი მიეწერათ, მერე ტელეეკრანიდან დამნაშავედ გამოეცხადებინათ და ბოლოს ოჯახისთვის გლოვის უფლებაც წაერთმიათ, ეგეც დადგმული იყო?
სულხან მოლაშვილის არაადამიანური წამება, დამწვარი სხეული, დამცირებული ღირსება და ადამიანის ფიზიკური განადგურება ციხის კედლებში, ეგეც დადგმული იყო?
პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საპყრობილეში წამებით ამოხდილი სული, ღირსების გათელვა და ადამიანის სიცოცხლის სისტემური განადგურება, ეგეც დადგმული იყო?
აგვისტოს ომის გმირის, როინ შავაძის მხეცური წამება და ჩაცხრილვა, ეგეც დადგმული იყო?
აკადემიკოს გურამ შარაძის შუაგულ რუსთაველზე, დღისით, მზისით დემონსტრაციული მკვლელობა, ეგეც დადგმული იყო?
ვალერი გელაშვილის სასიკვდილოდ ცემა, პოლიტიკურ ანგარიშსწორებად ქცეული ქუჩის ტერორი და ცოცხლად გადარჩენილი ადამიანის სასწაულებრივი ბედი, ეგეც დადგმული იყო?
2006 წლის ციხის სისხლიანი ბუნტი, ღამით საპყრობილეში შეყვანილი სპეცრაზმი, ცოცხალი ადამიანების წინააღმდეგ გამოყენებული სასიკვდილო ძალა, დაღუპული პატიმრები, დაშავებული ადამიანები და სისხლით შეღებილი საკნები, ეგეც დადგმული იყო?
წამლის ჩადება, იარაღის ჩადება, უდანაშაულო ადამიანის ერთ ღამეში „ნარკომანად“, „ბანდიტად“, „ტერორისტად“ ან „სახელმწიფოს მტრად“ გამოცხადება, შემდეგ კი ტელეეკრანებიდან მისი ღირსების საჯარო დასაფლავება, ეგეც დადგმული იყო?
ის შავი პრაქტიკა, როცა ადამიანს ჯერ აკავებდნენ, მერე „მტკიცებულებას“ უჩენდნენ, მერე სასამართლოს წინასწარ დაწერილ განაჩენს აკითხებდნენ და ბოლოს მთელ ოჯახს აიძულებდნენ, ან გაჩუმებულიყო, ან გადარჩენისთვის ევაჭრა, ეგეც დადგმული იყო?
იარაღის და ნარკოტიკის ჩადებით ადამიანების გატეხვა, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების, არასასურველი ახალგაზრდების, აქტიური მოქალაქეების და დაუმორჩილებელი ადამიანების კრიმინალებად გადაღებვა, ეგეც დადგმული იყო?
ის ქვეყანა, სადაც პოლიციური მანქანა ადამიანს დანაშაულს კი არ უმტკიცებდა, არამედ საჭიროების შემთხვევაში დანაშაულს თვითონ უქმნიდა, ნივთმტკიცებას თვითონ უგონებდა, ბრალს თვითონ აკერებდა და მერე ამ ყველაფერს „კანონის უზენაესობას“ ეძახდა, ეგეც დადგმული იყო?
ფოტორეპორტიორების საქმე, მაისის დარბევის კადრების გადაღებისთვის ადამიანების ჯაშუშებად გამოცხადება, შუაღამისას სახლში შევარდნა, ფსიქოლოგიური წნეხი და პროფესიის სახელმწიფო დანაშაულად ქცევა, ეგეც დადგმული იყო?
ჟურნალისტებზე ნადირობა, კამერების დამტვრევა, გადაღებული მასალის წართმევა, ქუჩაში ნაცემი ოპერატორები და რეპორტიორები, რომლებიც რეჟიმის მიერ ჩადენილ ძალადობას პირდაპირ ფაქტად აფიქსირებდნენ, ეგეც დადგმული იყო?
„იმედში“ სპეცრაზმის შეჭრა, ჟურნალისტების დაშინება, ეთერის გათიშვა და მთელი ქვეყნის თვალწინ თავისუფალი მედიის სამხედრო ძალით გაჩუმება, ეგეც დადგმული იყო?
ტელევიზიების დაპატრონება, დამოუკიდებელი მედიის დახურვა, ბიზნესზე ზეწოლით სარედაქციო პოლიტიკის კონტროლი და მთელი საინფორმაციო სივრცის ერთი პოლიტიკური კაბინეტიდან მართვა, ეგეც დადგმული იყო?
2010 წლის ის სამარცხვინო ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი, როცა ტელეეთერიდან ხალხს რუსული შემოჭრის, ხელისუფლების დამხობის და სახელმწიფო კატასტროფის იმიტაცია აყურებინეს, პანიკაში ჩააგდეს ქვეყანა და შემდეგ ამას „სატელევიზიო ფორმატი“ დაარქვეს, ეგეც დადგმული იყო?
უკანონო ფარული ჩანაწერების მთელი არქივი, საძინებლებში, კაბინეტებში, პირად სივრცეებში შემძვრალი სახელმწიფო, ადამიანების პირადი ცხოვრების შანტაჟის იარაღად ქცევა, ეგეც დადგმული იყო?
ათასობით ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერი, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, აქტივისტების, ბიზნესმენების და ჩვეულებრივი მოქალაქეების მოსმენა, თვალთვალი, დაშანტაჟება და მართვა, ეგეც დადგმული იყო?
პირადი ცხოვრების კადრებით ადამიანის გატეხვის, გაჩუმების და მორჩილებაში ჩაგდების სისტემა, ეგეც დადგმული იყო?
„ნულოვანი ტოლერანტობის“ სახელით ქუჩებში გაჩაღებული ნადირობა ახალგაზრდებზე, დაპატიმრებებით დაშინებული საზოგადოება, ათასობით განადგურებული ოჯახი და პრობაციონერებად ქცეული მთელი თაობა, ეგეც დადგმული იყო?
საპროცესო გარიგებების ბიზნესად ქცევა, ადამიანების ჯერ დაჭერა, მერე ოჯახის გაკოტრება, მერე თავისუფლების სანაცვლოდ ფულის გამოწურვა და ამას „მართლმსაჯულების რეფორმის“ დარქმევა, ეგეც დადგმული იყო?
ქონების მასობრივი ახევა, ბიზნესმენების ღამის საათებში ნოტარიუსებთან მიყვანა, მილიონიანი ქონებების „ნებაყოფლობით ჩუქება“, შიშით დაწერილი ხელმოწერები და სახელმწიფოს სახელით დაკანონებული რეკეტი, ეგეც დადგმული იყო?
ბიზნესმენების კაბინეტებში დაბარება, პროკურატურის ოთახებში მორალურად გაშიშვლება, ოჯახის წევრებით დაშანტაჟება, ცოლ-შვილზე, დედ-მამაზე, ძმაზე, ახლობლებზე მუქარა და ქონების დათმობის იძულება, ეგეც დადგმული იყო?
ის ჯოჯოხეთური მუქარები, როცა ადამიანს ეუბნებოდნენ, რომ ოჯახს გაუნადგურებდნენ, ახლობლებს დაუჭერდნენ, შვილს მომავალს წაართმევდნენ, ცოლ-შვილს შეურაცხყოფდნენ, დაამცირებდნენ და ამ ყველაფერს თვალწინ აყურებინებდნენ, ეგეც დადგმული იყო?
ქონების ახევის შემდეგ გამარჯვებული სახეებით გამოსვლა და ხალხისთვის იმის მოყოლა, თითქოს ბიზნესმენმა მილიონიანი ქონება სახელმწიფოს სიყვარულით „აჩუქა“, თითქოს ადამიანი შუაღამისას შიშისგან კი არა, პატრიოტული აღმაფრენით მიდიოდა ნოტარიუსთან, ეგეც დადგმული იყო?
ბათუმში, სიღნაღში, ქობულეთში, ანაკლიაში და სხვა „ახალ ტურისტულ ზონებში“ ადამიანებისთვის ქონების ჩამორთმევა, მშობლიური სახლებისა და მიწების ძალით დაცლა, კერძო საკუთრების სახელმწიფო დეკორაციად გადაქცევა, ეგეც დადგმული იყო?
საჯარო სამსახურებიდან ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა, სამსახურის დაკარგვის შიშით გაჩუმებული პედაგოგები, მოხელეები, ექიმები და რიგითი მოქალაქეები, ეგეც დადგმული იყო?
საარჩევნო ტერორი, ადმინისტრაციული რესურსის ბულდოზერივით გადავლა, საჯარო მოხელეების მობილიზება, ბიზნესმენებისგან ფულის გამოწურვა და არჩევნების სახელმწიფო ოპერაციად ქცევა, ეგეც დადგმული იყო?
სასამართლოს ნოტარიუსად ქცევა, პროკურატურის პოლიტიკურ სადამსჯელო ორგანოდ გადაკეთება და მოსამართლის სკამის რეჟიმის ბეჭდად გამოყენება, ეგეც დადგმული იყო?
ის სისტემა, სადაც პროკურორი გამომძიებელი კი არ იყო, არამედ რეკეტიორი კოსტიუმში; მოსამართლე მართლმსაჯულების მსახური კი არა, რეჟიმის ბეჭედი; პოლიციელი კანონის დამცველი კი არა, პოლიტიკური დავალების შემსრულებელი; ხოლო ბიზნესმენი მოქალაქე კი არა, დასაწველი რესურსი, ეგეც დადგმული იყო?
ადამიანების დაჭერა არა იმიტომ, რომ დამნაშავეები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ ფული ჰქონდათ, ქონება ჰქონდათ, ტელევიზია ჰქონდათ, გავლენა ჰქონდათ, პოლიტიკური პოზიცია ჰქონდათ, ან უბრალოდ ვიღაცას თვალში არ მოუვიდნენ, ეგეც დადგმული იყო?
მერაბიშვილის პოლიციური სახელმწიფო, სადაც პოლიციელი კანონის დამცველი კი არა, რეჟიმის ნერვული სისტემა იყო, ხოლო მოქალაქე არა უფლებების მქონე ადამიანი, არამედ დასაშინებელი ობიექტი, ეგეც დადგმული იყო?
მთელი ქვეყნის ფსიქოლოგიურ გალიაში შეყვანა, როცა ადამიანი საკუთარ სახლში ხმამაღლა ლაპარაკს ერიდებოდა, ტელეფონზე ფრთხილობდა, სამსახურში ჩუმდებოდა, ბიზნესში მორჩილდებოდა და ქუჩაში პოლიციელის დანახვაზე დაცულობის ნაცვლად საფრთხეს გრძნობდა, ეგეც დადგმული იყო?
ახალგაზრდების ქუჩაში დახოცვა, პატიმრების საკნებში წამება, ბიზნესების ახევა, ჟურნალისტების დევნა, მოსამართლეების დამორჩილება, პროკურორების ჯალათებად ქცევა და ამ ყველაფრის „სახელმწიფოს მშენებლობად“ შეფუთვა, ეგეც დადგმული იყო?
ის საქართველო, სადაც სახელმწიფო ადამიანის ღირსებას ჯერ აუპატიურებდა, მერე ქონებას ართმევდა, მერე თავისუფლებას უქრობდა, მერე ოჯახს უგლეჯდა და ბოლოს ყველაფერს რეფორმის, წესრიგის, მოდერნიზაციისა და „ნულოვანი ტოლერანტობის“ ბრჭყვიალა სიტყვებით ფარავდა, ეგეც დადგმული იყო?
ის სისხლი, ის წამება, ის ცრემლი, ის დამცირება, ის დანგრეული ოჯახები, ის დაღუპული ახალგაზრდები, ის ცოცხლად დამარხული ღირსება და ის მთელი თაობის მეხსიერებაში ჩაბეჭდილი სახელმწიფოებრივი სადიზმი, ეგეც დადგმული იყო, თქვენ სულით, გონებით, გულით და ხორცით ავადმყოფებო?
არა, ეს ყველაფერი დადგმული არ ყოფილა.
დადგმული იყო მხოლოდ თქვენი სინდისის იმიტაცია.
დადგმული იყო თქვენი მორალის დეკორაცია.
დადგმული იყო თქვენი „რეფორმატორობის“ თეატრი.
დადგმული იყო ის ცინიკური ნიღაბი, რომლითაც დღემდე ცდილობთ, სისხლს საღებავი დაარქვათ, წამებას მონტაჟი, ტერორს რეფორმა, ქონების ახევას სამართალი და სახელმწიფო სადიზმს ისტორიული აუცილებლობა.
ამ ყველაფრის უარყოფა უბრალოდ პოლიტიკური სიჯიუტე არ არის. ეს არის მორალური სიმახინჯე. ეს არის ისტორიული დანაშაულის გამართლება. ეს არის მსხვერპლთა სულებში ჩაფურთხება და ჯალათების მხარეს შეგნებულად დადგომა.
ვინც ამ ტრაგედიებს „დადგმულს“ უწოდებს, ის უბრალოდ უტიფარი კი არა, იმ სისხლიანი სისტემის იდეოლოგიური ნარჩენია. ის იმ რეჟიმის მორალური გამგრძელებელია, რომელიც ადამიანს ჯერ ღირსებას ართმევდა, მერე თავისუფლებას, მერე ქონებას, ბოლოს კი, საჭიროების შემთხვევაში, სიცოცხლესაც.
სინამდვილეში ეს იყო სახელმწიფო მანქანად ქცეული შანტაჟი, კანონის ენაზე ნათარგმნი ბანდიტიზმი, პროკურატურის კაბინეტებში დაკანონებული რეკეტი და პოლიციური ძალაუფლებით შენიღბული პოლიტიკური სადიზმი.
ასეთ რეჟიმს ცივილიზებულ სახელმწიფოს კი არა, ადამიანებზე ექსპერიმენტების ლაბორატორიას ეძახიან.
მაგრამ ეს ქვეყანა ბრმა არ არის.
ეს საზოგადოება მეხსიერებადაკარგული არ არის.
ეს სისხლი მიწას არ შეშრობია.
ეს ტკივილი არქივში არ ჩაკეტილა.
ისტორიას თქვენი ავადმყოფური ნარატივებით ვერ გადაწერთ.
სისხლს ვერ გააუფერულებთ.
წამებას ვერ გააქრობთ.
მიცვალებულებს ვერ გააჩუმებთ.
და სიმართლეს ვერ მოკლავთ.“
ირაკლი ყიფიანი
29.05.2026

  „ეს საკითხი კვლავ ძალაშია“ - ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ შეწყალების საკითხს ხელისუფლებასთან კვლავ დააყენებენ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.