გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. იორთან ახლოს), ფერმაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა.
ფერმაში განთავსებულია1000 სული წვრილფეხა და 17 სული მსხვილფეხა საქონელი, 2 ცხენი და 6 ძაღლი.
მიმდინარე წლის 14 მაისს ერთ-ერთმა ძაღლმა, რომელიც გამოირჩეოდა აგრესიით, დაკბინა ხუთი ძაღლი, ერთი ცხვარი და ერთი სული მსხვილფეხა საქონელი. ძაღლი რამდენიმე დღეში მოკვდა, რის შემდეგაც პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადაიგზავნა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად (გამოცდის ოქმი N3668), ძაღლს ცოფი დაუდასტურდა.
მოკვლევით დადგინდა, რომ აღნიშნული ცხოველები არ იყვნენ ვაქცინირებული ცოფის საწინააღმდეგოდ. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო არავაქცინირებულ ცხოველებს დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და მფლობელის პასუხისმგებლობით დაწესდეს 6-თვიანი ზედამხედველობა.
დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხისშემცველ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები – დაავადების ამთვისებელი ცხოველების იძულებითი ვაქცინაცია, დეზინფექცია, ცხოველთა გადაადგილების შეზღუდვა და ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა.
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა. 19 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/გურჯაანის-მუნიციპალიტეტ/
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 21]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%92%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%af%e1%83%90%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a2/
sheniekimi.ge/ambebi
