ქართველმა დაჭრილმა სამხედროებმა ევროპის 28-ე პარა-მკლავჭიდის ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილი სამხედროები უნგრეთის დედაქალაქში გამართულ ევროპის მკლავჭიდის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ, – ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ევროპის 28-ე პარა-მკლავჭიდის ჩემპიონატში კაპრალ-სპეციალისტმა მორის საბაშვილმა მარცხენა ხელით ასპარეზობისას ოქროს მედალი აიღო და პარა-მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. კაპრალ-სპეციალისტი თემურ დადიანი კი, ოქროს მედალოსანი და ევროპის პარა-მკლავჭიდის ჩემპიონი მარჯვენა ხელით ასპარეზობაში გახდა, ხოლო მარცხენა ხელით – მან მეორე ადგილი აიღო და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ასევე, ვერცხლის მედალი აიღო მარჯვენა ხელით შეჯიბრებაში კაპრალ-სპეციალისტმა ალიკა გითოლენდიამ.

„ევროპის მკლავჭიდისა და პარა-მკლავჭიდის ჩემპიონატს ბუდაპეშტი მასპინძლობდა. ჩემპიონატში მონაწილე დაჭრილი სამხედროები დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის სიმულაციის სასწავლო ჯგუფში მსახურობენ.

ამავე დროს დაჭრილი მებრძოლები საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ნაკრების პარა-ნაკრების სპორტსმენები არიან და ევროპის 28-ე პარა-მკლავჭიდის ჩემპიონატში ეროვნული ნაკრების სახელით იასპარეზეს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ქართველმა დაჭრილმა სამხედროებმა ევროპის 28-ე პარა-მკლავჭიდის ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს. 18 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ქართველმა-დაჭრილმა-სამხე/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Intern .NET Developer

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Engineering Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Middle Affiliate Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Senior Backend Developer (.NET)

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Media Buyer (In-App / iGaming)

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-21T19:25:26+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi