2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა.
გარდაცვლილი გოგონა მარიამ ტყემალაძეა. ის თსუ-ს სტუდენტი იყო და საკმაოდ წარმატებული. გოგონა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. იყო სახელმწიფო სტიპენდიატი. 20 მაისს მარიამი 22 წლის გახდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, კუჭის ოპერაცია იანვარში გაიკეთა.
„ყველას დაგვიტოვა სიყვარულის და მეგობრობის მაგალითი და გაქრა ყველას თავისი მარიამი ჰყავდა… “
„ჩვენი ნიჭიერი, ხალისიანი, ქოთქოთა მარიამი, ძალიან დააკლდები შენს მშობლიურ მეექვსეს, მარიამ“
„ისეთი ადამიანი იყო, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. უნივერსიტეტიდან უამრავი კარგი მოგონება მაკავშირებს მასთან და ყოველთვის თბილად გამახსენდება.“
„მარიამი თსუ-ს წარჩინებული სტუდენტი იყო, ნამდვილი ვარსკვლავი, ძალიან ჭკვიანი. სულ გვერდში გვედგა, ყველაფრის თავი და თავი იყო ხოლმე, ძალიან აქტიური და ჩართული ყველაფერში” – წერენ გოგონას ახლობლები.


