დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 500-ზე მეტ ოჯახს საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 500-ზე მეტ ოჯახს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის.

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმ ოჯახების სია, რომელთა განსახლების თაობაზე დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩიონ და სააგენტოს წარუდგინონ.

დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის პარალელურად, სახლების შესყიდვის პროგრამამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა. მიმდინარე წელს სააგენტომ სახლი უკვე 1 050 დევნილ ოჯახს შეუსყიდა.

იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიური რეჟიმით გაგრძელდება.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 500-ზე მეტ ოჯახს საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის. 16 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/დევნილთა-სააგენტო-იძულე-2/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi