გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის კი კლინიკაშია გადაყვანილი. მანქანაში 8 ადამიანი იჯდა.
გავრცელებული ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან ოჯახის წევრებიც. ავარიის შედეგად დაიღუპნენ ძმები – ჯალილ და საჰილ მასიმოვები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბიჭები დილით სამსახურში მიდიოდნენ, ისინი ერთად მუშაობდნენ. გარდაცვლილები ერთმანეთის ახლობლები არიან. როგორც ჩანს, ძალიან სწრაფად მოდიოდნენ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
“ჩვენი სოფლის, ბირლიკში მცხოვრები ოთხი ახალგაზრდაა გარდაცვლილი. ორი ძმა და კიდეც ორი ძმა, ეს ბიჭები ერთმანეთის ნათესავები არიან. საუბედუროდ ორი ოჯახიდან ოთხი ახალგაზრდაა დაღუპული.
ყველაფერი ნამსხვრევებად არის ქცეული. საშინელება ტრიალებს სოფელში. იმ ადგილას ვინც იყო, ყველა შოკშია, მიმოფანტულია ირგვლივ მანქანის ნაწილები. როგორც ვიცი, მანქანის ნაწილს გაუჩნდა ცეცხლი.“
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). შემზარავი ავარია გარდაბანში – „საუბედუროდ ორი ოჯახიდან ოთხი ახალგაზრდაა დაღუპული – ყველა შოკშია, მიმოფანტულია ირგვლივ მანქანის ნაწილები“. 14 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/შემზარავი-ავარია-გარდაბა/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · მარკეტინგი / PR
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-16T21:47:51+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
