1 ოქროს, 3 ვერცხლის მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვეს – ქართველმა მოსწავლეებმა ევროპის მათემატიკურ ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
Disclosure: This website may contain affiliate links, which means I may earn a commission if you click on the link and make a purchase. I only recommend products or services that I personally use and believe will add value to my readers. Your support is appreciated!

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ევროპის I მათემატიკური ოლიმპიადა (EMO-2026) გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართველმა მოსწავლეებმა 1 ოქროს, 3 ვერცხლის მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვეს.

„ოლიმპიადის მონაწილეები არიან:
• ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე სანდრო ჟღენტი – ოქროს მედალი
• ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე მირზა შანიძე – ვერცხლის მედალი
• ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი გუმბერიძე – ვერცხლის მედალი
• ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე ირაკლი შეროზია – ვერცხლის მედალი
• ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე ალექსანდრე კაცია – საპატიო სიგელი
• აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის მოსწავლე რატი რატიანი – საპატიო სიგელი.

გუნდის ლიდერი გახლავთ ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორი გენადი მარგველაშვილი, თანალიდერი – ოლიმპიადის ყოფილი მონაწილე ლუკა მაჭარაშვილი, ხოლო ობზერვერი, Global Talent Fund-ის წარმომადგენელი ზურა აბრამიშვილი.

ტურნირი 2 ტურად ჩატარდა, 4.5 საათში მოსწავლეებს უნდა ამოეხსნათ თითო ამოცანა ალგებრიდან, გეომეტრიიდან, კომბინატორიკიდან და რიცხვთა თეორიიდან.

საქართველოს გუნდმა ჯამურად მე-5 ადგილი დაიკავა (იხ.https://emo2026.lt/ ოფიციალური ვებგვერდი), რაც საერთაშორისო მასშტაბით მნიშვნელოვანი მიღწევაა.

ოლიმპიადაზე 21 ქვეყნის 23 გუნდი გახლდათ წარმოდგენილი, ჯამში 138 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.

ოლიმპიადაზე ნაკრები გუნდის მონაწილეობის ინიციატორი იყო ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა. გუნდი შეირჩა ეროვნული ოლიმპიადებისა და დამატებითი ტურების საფუძველზე.

მოსწავლეებისა და გუნდის ლიდერს ოლიმპიდაზე მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფინანსდა, ასევე თანადამფინანსებელი იყო ააიპ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი.

მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადები (IMO) 1959 წლიდან ტარდება, 1993 წლიდან მასში საქართველოც მონაწილეობს და საკმაო წარმატებითაც. ჯამურად 33 გამოსვლა – 6 ოქრო, 23 ვერცხლი და 83 ბრინჯაოს მედალი 59 საპატიო სიგელთან (Honorable mentions) ერთად“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  საჯარო მოხელეები ერთზე მეტ სამსახურში დასაქმებას ვეღარ შეძლებენ - ვის არ ეკრძალება 2 პოზიციაზე მუშაობა
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. 1 ოქროს, 3 ვერცხლის მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვეს – ქართველმა მოსწავლეებმა ევროპის მათემატიკურ ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 1]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/1-%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1-3-%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-2/
sheniekimi.ge/ambebi
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ექიმი — კლინიკები და ტრიაჟი · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.