სამშაბათი, აპრილი 28, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„საქართველოში განსაკუთრებით საგანგაშოა თამბაქოს ინდუსტრიის მიერ დაფინანსებული „სამედიცინო ტრენინგები“ - ინდუსტრია ფულს...

„საქართველოში განსაკუთრებით საგანგაშოა თამბაქოს ინდუსტრიის მიერ დაფინანსებული „სამედიცინო ტრენინგები“ – ინდუსტრია ფულს უხდის ცნობილ ექიმებს, რათა პაციენტები დაარწმუნონ, თითქოს ელექტრონული სიგარეტი „ნაკლები ზიანის მომტანია“-„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“

საქართველოში განსაკუთრებით საგანგაშოა თამბაქოს ინდუსტრიის მიერ დაფინანსებული „სამედიცინო ტრენინგები“ – ინდუსტრია ფულს უხდის ცნობილ ექიმებს, რათა პაციენტები დაარწმუნონ, თითქოს ელექტრონული სიგარეტი „ნაკლები ზიანის მომტანია“, – ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე განცხადებით, მიუხედავად მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოვლენილი უამრავი დარღვევისა, სახელმწიფო ეფექტურად ვერ რეაგირებს თამბაქოს ინდუსტრიის მიერ დაფინანსებულ პროგრამებსა და კონკრეტული პირების უკანონო ქმედებებზე.

ამასთან, განცხადებაში საუბარია იმაზეც, რომ სოციალურ ქსელებში, ე.წ. ინფლუენსერები „ვეიპებისა“ და „გასახურებელი თამბაქოს“ პოპულარიზაციას ეწევიან.

„თამბაქოს კონტროლის კანონის მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა მინიმალური ფინანსური და ადამიანური რესურსების მიუხედავად, ეფექტურად ახერხებს ფიზიკურ სივრცეში კანონის აღსრულების კონტროლს. თუმცა მდგომარეობა კრიტიკულია „ციფრულ ჯუნგლებში“, სადაც თამბაქოს ინდუსტრიამ ბრძოლის ველი გადაიტანა. სოციალურ ქსელებში, სამწუხაროდ, ფულს დახარბებული ინფლუენსერები „ვეიპებისა“ და გასახურებელი თამბაქოს პოპულარიზაციას ეწევიან, რითაც ფაქტობრივად პირდაპირი იერიში მიაქვთ მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე.

ამ ომში საქართველო მარტო არ არის, თუმცა სხვები მოქმედებენ. თამბაქოს ინდუსტრიის სტრატეგია – გამოიყენოს სოციალური მედია რეგულაციების გვერდის ასავლელად, ახალი არ არის, თუმცა ცივილიზებული სამყარო მას მკაცრად პასუხობს:

აშშ-ში, მას შემდეგ, რაც კომპანია JUUL-მა ინფლუენსერების მეშვეობით ახალგაზრდებში ნიკოტინზე დამოკიდებულების ეპიდემია გამოიწვია, FDA-მ (წამლისა და საკვების ადმინისტრაცია) მრავალმილიონიანი ჯარიმები დააკისრა მათ მწარმოებელს და მკაცრად აკრძალა არომატიზებული პროდუქტები.

ახალი ზელანდია არის ქვეყანა, რომელიც „თამბაქოს გარეშე ეპოქის“ (Tobacco-free generation) დასაწყებად ემზადება და ყოველგვარ ციფრულ მარკეტინგს აღიქვამს როგორც კრიმინალს და არა გამოხატვის თავისუფლებას.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გააცნობიერა, რომ „ნაკლები ზიანის“ მითი ინდუსტრიამ ბავშვების მოსაზიდად გამოიყენა, რის გამოც ახლა ვეიპების დიზაინსა და ხელმისაწვდომობაზე რადიკალურ შეზღუდვებს აწესებს.

საქართველოში განსაკუთრებით საგანგაშოა თამბაქოს ინდუსტრიის მიერ დაფინანსებული „სამედიცინო ტრენინგები“.

ინდუსტრია ფულს უხდის ცნობილ ექიმებს, რათა პაციენტები დაარწმუნონ, თითქოს ელექტრონული სიგარეტი „ნაკლები ზიანის მომტანია“. ეს არის ჯანმოს “თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციისა” (FCTC) და “თამბაქოს კონტროლისა” და “რეკლამის შესახებ” კანონების პირდაპირი დარღვევა, რომელიც კრძალავს თამბაქოსა ან ნიკოტინის ნაწარმის ნებისმიერი სახის რეკლამა, პოპულარიზაციასა და სპონსორობას.

  განათლების მინისტრს მეხუთე ვაჟი შეეძინა

მიუხედავად მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოვლენილი უამრავი დარღვევისა, სამწუხაროდ, სახელმწიფო ეფექტურად ვერ რეაგირებს თამბაქოს ინდუსტრიის მიერ დაფინანსებულ პროგრამებსა და კონკრეტული პირების უკანონო ქმედებებზე.

ფაქტია, თამბაქოს ინდუსტრია არის რეალური მტერი, რომელიც:

აფინანსებს ცალკეულ პირებსა და კამპანიებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის წინააღმდეგ.ანგრევს მომავალ თაობას, რაც ქვეყნის დემოგრაფიული და ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.

აწვება მძიმე ტვირთად ბიუჯეტს: თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობა სახელმწიფოსა და დაზარალებულ მოქალაქეებს რამდენიმე მილიარდი ლარი უჯდება – გაცილებით მეტი, ვიდრე ინდუსტრიას გადასახადების სახით შეაქვს.

თუ სახელმწიფო არ გაამკაცრებს კონტროლს ციფრულ სივრცეში და არ აღკვეთს ინფლუენსერების მიერ ნიკოტინის პროპაგანდას, მივიღებთ:

ახალგაზრდების მასობრივ დამოკიდებულებას „ტექნოლოგიურ ნიკოტინზე“.

სამედიცინო ხარჯების კატასტროფულ ზრდას უახლოეს 3-5 წელიწადში.

კანონის სრულ ნიველირებას – როდესაც რესტორანში მოწევა აკრძალულია, მაგრამ ეკრანიდან მოზარდს „ვეიპინგისკენ“ მოუწოდებენ.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოვითხოვთ:

სოციალურ ქსელებში თამბაქოსა და ნიკოტინის ნაწარმის ნებისმიერი ფორმით გამოჩენის მკაცრ მონიტორინგს და ინფლუენსერების დაჯარიმებას.

სამედიცინო პერსონალის იზოლირებას თამბაქოს ინდუსტრიის ფინანსური გავლენებისგან.

აღსრულების მექანიზმების გაძლიერებას და მონიტორინგის პროგრამის ადეკვატურ დაფინანსებას.ჯანმრთელობა არ იყიდება! სახელმწიფომ უნდა აჩვენოს, ვის ინტერესებს იცავს – საკუთარი მოქალაქეების თუ მულტინაციონალური თამბაქოს გიგანტების“, – ნათქვამია განცხადებაში.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.