სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არალეგალური საკონსერვო საწარმო (საწებლებისა და აჯიკის წარმოება) – შპს „ნთკ 2016“ (მის: ქ. ბათუმი, ქიქავას 13) გამოავლინეს. ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები.

აღნიშნული დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და, კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა. დაილუქა ასევე 41 ბიდონი პომიდვრის სოუსი და 560 ქილა აჯიკა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა. 23 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სურსათის-ეროვნულმა-სააგ-24/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi