შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული ი.ა. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მასში ნათქვამია, რომ ბრალდებული ფსიქოლოგიურად ძალადობდა დედაზე, ასევე, სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.
“სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფსიქოლოგიურად ძალადობდა დედაზე-1964 წელს დაბადებულ ლ.ა.-ზე. ასევე, სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.
პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.ა. ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია განცხადებაში.


