ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„თბილისის მუნიციპალური ინსპექციის“ ავტოპარკი სრულად განახლდა

„თბილისის მუნიციპალური ინსპექციის“ ავტოპარკი სრულად განახლდა

„თბილისის მუნიციპალური ინსპექციის“ მოძველებული და მაღალ ხარჯიანი ავტოპარკი სრულად განახლდა – მუნიციპალიტეტმა დედაქალაქის ურბანულ წესრიგზე პასუხისმგებელი სამსახურის ეფექტური მუშაობისთვის „ტოიოტას“ მარკის 50 ერთეული ავტომობილი შეისყიდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ეკონომიური და ეკოლოგიური, ევრო-6 სტანდარტის სატრანსპორტო საშუალებები საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ „მუნიციპალური ინსპექციის“ უფროს გოგი ჩიქოვანთან ერთად წარუდგინა.

„წარმოგიდგენთ „თბილისის მუნიციპალური ინსპექციის“ ახალ ავტომანქანებს – უწყების, რომელიც ერთ-ერთ მთავარ რგოლს წარმოადგენს ქალაქში წესრიგის, კანონის აღსრულებისა და უსაფრთხოების დაცვის საქმეში.წესრიგი არ არის შეზღუდვა, წესრიგი არის მოქალაქის კომფორტი, უსაფრთხოება და თავისუფლება. სწორედ ამიტომ „მუნიციპალური ინსპექციის“ ეფექტური მუშაობა ნიშნავს უკეთეს, უფრო მოწესრიგებულ და უსაფრთხო გარემოს თითოეული თბილისელისთვის. ინსპექციის თანამშრომლები ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან ქალაქს, რათა დაცული იყოს წესრიგი, აღსრულდეს კანონი და თბილისი იყოს უფრო უსაფრთხო და ორგანიზებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კერძოდ,გამკაცრდა კანონმდებლობა, გაძლიერდა აღსრულების მექანიზმები, ინსპექციის თანამშრომლებმა გაიარეს სპეციალური მომზადება, სრულად განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები.

„სტრუქტურას დაემატა ახალი მიმართულება — მოტო ინსპექცია. დღეს უკვე სრულად განახლებულია ინსპექციის ავტოპარკი. მოძველებული და მაღალ ხარჯიანი ავტომობილები ჩანაცვლდა ეკონომიური და ეკოლოგიური, ევრო 6 სტანდარტის სატრანსპორტო საშუალებებით. განახლების მიზანია, რომ „თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ“ თანაბრად და ეფექტურად იმუშაოს დედაქალაქის ყველა რაიონსა და უბანში, მათ შორის, რეკრეაციულ და სატყეო ზონებში, სწრაფად მოახდინოს დარღვევებზე რეაგირება, მათი აღკვეთა და პრევენცია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა„თბილისის მუნიციპალური ინსპექციის“ თითოეულ თანამშრომელს იმ მნიშვნელოვანი საქმისთვის, რომელსაც ყოველდღიურად, შეუმჩნევლად აკეთებენ. თბილისის მერმა აქვე მადლობა გადაუხადა ავტომანქანების მომწოდებელი კომპანიის წარმომადგენლებსაც.

„ასევე მადლობა თბილისელებს ნდობისთვის, რადგან რასაც ვაკეთებთ, კეთდება ჩვენი ქალაქისთვის და თითოეული მოქალაქისთვის.ჩვენი ამოცანა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება არ არის. ჩვენი ამოცანაა, ქალაქში დამკვიდრდეს წესრიგი, სამართლიანობა და პასუხისმგებლობა. თბილისი უნდა იყოს ქალაქი, სადაც კანონი მუშაობს, მოქალაქე დაცულია და განვითარება იგრძნობა ყოველდღიურად“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

  თბილისში სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს — შსს

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა „მუნიციპალური ინსპექციის“ უფროსმაც და თბილისის მერს, საკრებულოსა და პარლამენტის წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„სრულად განახლდა ჩვენი სამსახურის ავტოპარკი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეფექტური და ოპერატიული მუშაობისთვის. ავტოპარკის განახლებამდე არაერთი კონკრეტული ღონისძიება გავატარეთ იმისთვის, რომ „მუნიციპალური ინსპექცია“ იყოს უფრო ოპერატიული, ეფექტური და უპასუხოს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებშია. დღეს ჩვენი სამსახური, გატარებული ღონისძიებების შედეგად, უფრო მობილურია, ყველა უბანში გვაქვს გეოგრაფიული დაფარვა და ყველგან შეგვიძლია სამშენებლო სფეროში დარღვევების აღკვეთისა და პრევენციის, ასევე, დედაქალაქის იერსახის დაცვის, მშენებლობა დამთავრებული ობიექტების, სამშენებლო-სანებართვო პირობების დაცვის კუთხით და ა.შ., ოპერატიული რეაგირება. ჩვენი ინსპექტორები, არქიტექტორები, იურისტები და გეოდეზისტები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა ყველა ამ მიმართულებით აღკვეთონ როგორც დარღვევები, ისე უზრუნველყონ მათი პრევენცია“, – განაცხადა გოგი ჩიქოვანმა და უწყების თითოეულ თანამშრომელს გამორჩეული შრომისთვის, მაღალი პასუხისმგებლობისა და კეთილსინდისიერებისთვის მადლობა გადაუხადა.

„თბილისის მუნიციპალური ინსპექციის“ ავტოპარკის განახლების მიზანი დედაქალაქის ყველა რაიონსა და უბანში, მათ შორის სატყეო და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონებში, წესრიგის დაცვის ღონისძიებების თანაბრად და ეფექტურად შესრულებაა. ასევე, დედაქალაქში ურბანული წესრიგის დაცვა, დარღვევებზე ოპერატიული და ქმედითი რეაგირება, მათი დროული აღკვეთა და პრევენცია წარმოადგენს.

„თბილისის მუნიციპალური ინსპექცია“ წარმოადგენს ურბანულ წესრიგზე პასუხისმგებელ მუნიციპალურ სამსახურს, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით, 24-საათიან მონიტორინგს და ინსპექტირებას ახორციელებს არაერთი მიმართულებით, მათ შორის: სამშენებლო საქმიანობა და უსაფრთხოება; სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების, გარემოს, კულტურული მემკვიდრეობისა და ქალაქის იერსახის დაცვა; ვაჭრობის, რეკლამისა და აკუსტიკური ხმაურის კონტროლი; მშენებლობა დამთავრებული ობიექტების სანებართვო პირობებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადასტურება და ექსპლუატაციაში მიღება.

უფლებამოსილების ფარგლებში, ინსპექცია ასევე უზრუნველყოფს დარღვევების გამოვლენას და კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირებას, სამართალდამრღვევების მიმართ ფინანსური სანქციების დაკისრებას, ქალაქისთვის მიყენებული ზიანის გამოსწორებას, სახელმწიფო და მუნიციპალური მიწების მიტაცების აღკვეთის მიზნით სპეციალურ ღონისძიებებს.

  დედით ქართველი, მამით ინდოელი... - გოგონა, რომლის უცხო გარეგნობამ ყურადღება ეკრანზე გამოჩენისთანავე მიიქცია

განახლებული ავტოპარკის პრეზენტაციას თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.