პარასკევი, აპრილი 17, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაეს არ არის უბრალოდ გზა —ეს არის მადლობა, სიყვარული და დაუღალავი რწმენა...

ეს არ არის უბრალოდ გზა —ეს არის მადლობა, სიყვარული და დაუღალავი რწმენა – “20 წელი ელოდა ამ დღეს… ჰქონდა პირობა – თუ ოდესმე შვილი ეყოლებოდა, თბილისიდან მარტვილამდე ფეხით ჩავიდოდა… 5 დღე იარა…”

eklesianews.ge ერთი ოჯახის ამბავს აქვეყნეს წაჩხურობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ იყო.

  • ყოველწლიურად, აღდგომის მომდევნო ხუთშაბათს, ბევრი უშვილო წყვილი აკვნებითა და თოჯინებით ხელში მიდის მარტვილში, წაჩხურუს მთავარანგელოზის ეკლესიაში. ასობით უშვილო წყვილი წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიამდე საკმაოდ გრძელ გზას გადის, ტაძარში მიდის და ღმერთს შვილს სთხოვს. თან კი იმედის სიმბოლო, აკვანიც მიაქვთ.

“ზოგი ოცნება წლებს ითვლის… ზოგ სიხარულს კი სიტყვებიც ვერ იტევს. 20 წელი ელოდა ამ დღეს… ჰქონდა ერთი პირობა — თუ ოდესმე შვილი ეყოლებოდა, თბილისიდან მარტვილამდე ფეხით ჩავიდოდა. და როცა ცხოვრებამ ყველაზე დიდი ბედნიერება — შვილი აჩუქა, მან თავისი სიტყვა სიყვარულითა და რწმენით შეასრულა. 5 დღის განმავლობაში ეს გზა ფეხით გაიარა… ეს უბრალოდ მანძილი არ არის — ეს არის მადლიერება, უპირობო სიყვარული და ძლიერი რწმენა”, – წერს eklesianews.ge .

  "ყველაფერი გავაკეთეთ მისი უწმინდესობის სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ ხანდახან ჩვენც ვმარცხდებით" - ექიმები პატრიარქის უკანასკნელ წუთებს იხსენებენ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი