ცოფის შემთხვევები სამეგრელოსა და ქვემო ქართლში
ძაღლი, რომელსაც ცოფი ლაბორატორიულად დაუდასტურდა, მკვდარია.
სოფელ ბანძაში კარანტინი ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მწვავე ინფექციის მატარებელმა ცხოველმა სოფელში სამი ადამიანი დაკბინა. შემთხვევის ადგილზე ინფექციის გავრცელების საპრევენციო სამუშაოები უკვე ჩაატარეს. გრძელდება დაშავებულების ვაქცინაცია, ინფექციის მქონე ცხოველთან შემხებლობაში მყოფი 20 ძაღლი კი თავშესაფარში სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
მარტვილის მუნიციპალიტეტში სოფელ ბანძაში ცოფი დაფიქსირდა
8 აპრილს ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლს 14 აპრილს ლაბორატორიულად დაუდასტურდა ცოფი.
დაკბენილია 3 ადამიანი
ტერიტორიაზე გამოცხადებულია კარანტინი, მიმდინარეობს დეზინფექცია და ცხოველების ვაქცინაცია.
თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე ძაღლმა დაგკბინათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას და შესაბამის სამსახურს.
წალკაში 1-თვიანი კარანტინი გამოცხადდა. 2000 მსხვილფეხა ჩლიქოსანი აიცრა, 18 წვრილფეხა, 185 ძაღლი და 75 კატა, 5 ღორი, 4 სახედარი.
მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი: ქ. წალკა, თამარ მეფის ქუჩა #132-ის მიმდებარე ტერიტორია) გარეული ცხოველის (მელა) პათოლოგიურ მასალაში ცოფის შემთხვევა დაადასტურა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორის მოკვლევით დადგინდა, რომ ცოფით დაავადებული მელა ოთხმა უპატრონო ძაღლმა დაგლიჯა.


