პარასკევი, აპრილი 17, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„პენსიონერების სავალო მონობისგან დასახსნელად მაქვს მკაფიო, ინსტიტუციური გეგმა და ამისთვის თქვენი თანადგომა...

„პენსიონერების სავალო მონობისგან დასახსნელად მაქვს მკაფიო, ინსტიტუციური გეგმა და ამისთვის თქვენი თანადგომა მჭირდება“ – ირაკლი ყიფიანი ეკონომისტებს, ფინანსისტებს, ანალიტიკოსებს და იურისტებს მიმართავს

პოლიტოლოგი და სტრატეგიული პროცესების ანალიტიკოსი ირაკლი ყიფიანი მორიგ პოსტს აქვეყნებს:
„დროა, სამართლიანი აღშფოთებიდან კონკრეტულ, საქმეზე ორიენტირებულ ნაბიჯებზე გადავიდეთ. ხშირად მწერთ კომენტარებში თუ პირად შეტყობინებებში: „შემოიკრიბე ხალხი“, „დავიწყოთ მოქმედება“. მივიღე ეს რჩევა და სწორედ ახლა, სრულიად ღიად და საჯაროდ ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას (!), ვიწყებ კონკრეტული მიზნის გარშემო პროფესიონალების შემოკრებას. პენსიონერების სავალო მონობისგან დასახსნელად მაქვს მკაფიო, ინსტიტუციური გეგმა და ამისთვის თქვენი თანადგომა მჭირდება.
პირველ რიგში, უარი უნდა ვთქვათ ჰაერზე საუბარსა და ემოციურ სპეკულაციებზე. მიზნად ვისახავ, შესაბამისი უწყებებიდან ოფიციალურად გამოვითხოვოთ ზუსტი სტატისტიკა და მონაცემები, კონკრეტულად რა მოცულობის საპენსიო ვალია დაგროვილი, რა ციფრებთან და რა მასშტაბის ფინანსურ წნეხთან გვაქვს საქმე რეალურად. სიმართლე ციფრებშია და ეს ციფრები ჩვენთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
მოვუწოდებ ჩემს მკითხველებს შორის მყოფ პროფესიონალებს — ეკონომისტებს, ფინანსისტებს, ანალიტიკოსებს და იურისტებს: გამომეხმაურეთ! შევქმნათ სამუშაო ჯგუფი და ეს გამოთხოვილი ციფრები ერთად დავამუშაოთ. მე მჭირდება თქვენი საექსპერტო ცოდნა, რათა ემოციური სატკივარი მკაცრად არგუმენტირებულ, ფინანსურად გათვლილ და დასაბუთებულ დოკუმენტად ვაქციოთ.
ამ ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავებული, უაპელაციო მტკიცებულებებზე დაფუძნებული სოლიდური ინიციატივით, მინდა პირდაპირ მივმართოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
ამ პროცესში ჩვენი პოზიცია არის ურყევი და მორალურად უნაკლო. ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოებრივი და მოქალაქეობრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ვერავინ, ვერცერთი პოლიტიკური ჯგუფი ვერ დაგვაბრალებს ვიწრო პარტიულ ინტერესებს. ვერავინ გაბედავს თქვას, რომ ჩვენ ვართ ჩასაფრებული რევანშისტები ან „ნაცები“. ეს არის წმინდა სოციალური, ზეპარტიული და ეროვნული ღირსების საკითხი, რომელზეც კომპრომისი არ დაიშვება.
ველოდები კომპეტენტური და გულშემატკივარი ადამიანების გამოხმაურებას. დროა, ერთად დავიცვათ ისინი, ვისაც ჩვენს გარდა ხმის მიმწვდენი არავინ ჰყავს!“
  თბილისის რამდენიმე რაიონში წყალმომარაგება 16 საათით შეიზღუდება — გადაამოწმეთ მისამართი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი