პარასკევი, აპრილი 17, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„სხვა ვერაფერი მოგართვით მამა პაისი, შეიწირე დღეს ჩვენი ქართული გალობა - მამა...

„სხვა ვერაფერი მოგართვით მამა პაისი, შეიწირე დღეს ჩვენი ქართული გალობა – მამა პაისთან ხომ ყოველთვის სასწაული უნდა მოხდეს, თუნდაც ისეთი პატარა, როგორიც დღეს…“ – რის შესახებ წერს დეკანოზი სერაფიმე დანელია

დეკანოზი სერაფიმე დანელია სოციალურ ქსელში რა გადახდა მას და მის ოჯახს მამა პაისის საფლავზე.

„მამა პაისთან ხომ ყოველთვის სასწაული უნდა მოხდეს! თუნდაც ისეთი პატარა, როგორიც დღეს…

დღეს მამა პაისთან ჩვენი ოჯახის მისვლა, ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს დაემთხვა და როგორი საოცარიც არ უნდა იყოს, მე, ფოფოდიას და ჩვენს შვილიშვილს, კირას მოგვიწია, მამაოს საფლავის წინ დგომა და ასობით მომლოცველის მსვლელობის პარალელურად, ქართულად გალობა ორი საათის განმავლობაში…

ასე გამოვიდა…

მე და ფოფოდია ადრევე შეგვიშვეს, ხოლო შვილებს რიგში ჩადგომა მოუწიათ, ამიტომ ეს დრო, სანამ ჩვენი შვილები მ. პაისის საფლავამდე მოაღწევდნენ, ჩვენ აღდგომის საგალობლებიც მოვასწარით, ღვთისმშობლისა და მ. პაისის პარაკლისიც და ყველას სახელებით მოხსენიებაც…

სხვა ვერაფერი მოგართვით მამა პაისი, შეიწირე დღეს ჩვენი ქართული გალობა“

  „ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი