პარასკევი, აპრილი 17, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიო4 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, დაღუპულია მასწავლებელი და 3 მოსწავლე -...

4 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, დაღუპულია მასწავლებელი და 3 მოსწავლე – შეიარაღებული თავდასხმა თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში

თურქეთის ქაჰრამანმარაშის პროვინციის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქაჰრამანმარაშის პროვინციის გუბერნატორის, მუკერემ უნლუერის განცხადებით, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. დაღუპულებს შორის ერთი მასწავლებელი და სამი მოსწავლეა.

ასევე, გუბერნატორმა აღნიშნა, რომ თავდამსხმელი იმავე სკოლის მერვე კლასის მოსწავლეა.

მისივე განცხადებით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

„მან ქაოსის დროს თავი მოიკლა. ჯერჯერობით არ ვიცით, ეს თვითმკვლელობის განზრახვით გააკეთა თუ ქაოსის გამო. მამამისი ყოფილი პოლიციელია და ვვარუდობთ, რომ მას მამამისის იარაღები ჰქონდა. თავდასხმა 5 იარაღით და 7 მჭიდით განახორციელა“, – განაცხადა ქაჰრამანმარაშის პროვინციის გუბერნატორმა.

ცნობისთვის, ეს ბოლო ორი დღის განმავლობაში თურქეთის სკოლებში შეიარაღებული თავდასხმის მეორე შემთხვევაა. გუშინ შანლიურფის პროვინციის ერთ-ერთ სკოლაში ყოფილმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაშავდა, ხოლო თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

  ჯეფრი საქსი: მოვლენები საქართველოში ბაიდენის, სალივანის და ბლინკენის ბოლო გასროლაა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი