ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„სრულად ვაცნობიერებ, რომ ამ პოზიციის დაფიქსირების გამო მორიგი ფსევდო-მორალური ისტერიკისა და ვირტუალური...

„სრულად ვაცნობიერებ, რომ ამ პოზიციის დაფიქსირების გამო მორიგი ფსევდო-მორალური ისტერიკისა და ვირტუალური ლინჩის ეპიცენტრში აღმოვჩნდები – თუმცა, კონფორმიზმი არასდროს ყოფილა ჩემი სტილი და როდიდან გახდა ადამიანების გაღიზიანების შიში იმის მიზეზი, რომ მოვლენებისთვის თავისი ნამდვილი, მწარე სახელი არ დამერქმია?!“ – ირაკლი ყიფიანი

პოლიტოლოგი და სტრატეგიული პროცესების ანალიტიკოსი ირაკლი ყიფიანი მორიგ პოსტს აქვეყნებს:
„სრულად ვაცნობიერებ, რომ ამ პოზიციის დაფიქსირების გამო მორიგი ფსევდო-მორალური ისტერიკისა და ვირტუალური ლინჩის ეპიცენტრში აღმოვჩნდები. თუმცა, კონფორმიზმი არასდროს ყოფილა ჩემი სტილი და როდიდან გახდა ადამიანების გაღიზიანების შიში იმის მიზეზი, რომ მოვლენებისთვის თავისი ნამდვილი, მწარე სახელი არ დამერქმია?!
ჯერ იყო და ჩვენი ეროვნული ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი — „ბორჯომი“, და რაც ყველაზე მძიმეა, ჩვენი კულტურული იდენტობის ლამის საკრალური საყრდენი და მრავალსაუკუნოვანი საამაყო ტრადიცია — ქართული ღვინო, ტელეეთერიდან სრულიად მარგინალური, ფიზიოლოგიური ლექსიკით შეურაცხგვყვეს. ერთმა უპრინციპო, ოდიოზურმა ფიგურამ საჯაროდ და უტიფრად მოგვაძახა — „ჩაგიფსით ბორჯომში და ღვინოშიო“, და წარმოუდგენელი სოციალური სილის გაწვნაც სამარცხვინო დუმილით გადავყლაპეთ. მერე ქუთაისში დიდების მემორიალი აგვიფეთქეს, რასაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეეწირა და ჩვენ ეს ეროვნული ტრაგედიაც სამარცხვინო, მონური დუმილით გადავყლაპეთ. მერე მოვიდა დრო და მთელი თაობა — აკადემიური ელიტა და პროფესურა, რომელსაც ერისთვის ცოდნა, გამოცდილება და ღირებულებები უნდა გადმოეცა, ერთ დღეს „ჩარეცხილებად“ გამოგვიცხადეს და ჩვენი ინტელექტუალური მეხსიერება უტიფრად მოვისროლეთ სანაგვეზე. მერე ეკლესიასა და პატრიარქზე მიიტანეს იერიში, სალოცავები დაგვირბიეს და ფიზიკური თუ მორალური ტერორის სამიზნედ გვიქციეს.
მერე თამარ მეფის ეპოქალური ფრესკა პრეზერვატივზე დაგვიჭიმეს და ეროვნულ ღირსებაზე ამ უხეშ, ცინიკურ გადავლას „გამოხატვის თავისუფლების“ მანტია წამოაფარეს. მერე ისტორია ამოგვიტრიალეს, ერეკლე მეფე ისტორიული კონტექსტიდან ამოგლიჯეს, მოღალატედ შეგვირაცხეს და ჩვენივე წარსულის გმირებზე ფსევდო-აკადემიური ტალახი გვაყლაპეს. მერე ვიღაც ინტელექტუალურად კასტრირებულმა ე.წ. პოეტმა მონუმენტურ „ქართლის დედას“ სიტყვიერად გადაუარა და ეს მდაბიო მარაზმი ლიტერატურულ ავანგარდად შემოგვასაღეს. ეროვნული ქორეოგრაფია ხომ კარგა ხანია ბოტასებით გაგვითელეს და ესთეტიკურად სრულიად გაგვიბახეს.
კიდევ რამდენი რამის ჩამოთვლა შეიძლება… ეს მარგინალური სია ხომ პრაქტიკულად უსასრულოა!
და ახლა, ამ კულტურული ტერორისა და მორალური დეგრადაციის სრულყოფილ გვირგვინად, თეატრის სცენაზე თავად ვეფხისტყაოსანიც აბუჩად აიგდეს და ერის მთავარი ეპოსი იაფფასიან, ესთეტიკურ კატასტროფამდე დაგვიყვანეს.
ამ ყველაფრის შემყურე, მართლა რა „მაგარი“ და სრულიად უთავმოყვარეო ხალხი ვართ ეს ქართველები… ვზივართ და ვუყურებთ, როგორ გვინგრევენ ეტაპობრივად, გეგმაზომიერად ჩვენს იდენტობას, ისტორიას, ფესვებსა და სიწმინდეებს და ამ ყველაფერს არა თუ სტოიკური სიმშვიდით ვეგუებით, არამედ ვდგებით და ამ ნანგრევებზე ფსევდო-ინტელექტუალურ ტაშსაც ვუკრავთ.
ერი კი არა, ჩვენივე მდუმარე თანხმობით, სხვის მიერ დადგმული ერთი დიდი, ტრაგიკომიკური და ფარისევლური ექსპერიმენტის მორჩილი მსხვერპლი ვართ!
P.S. ვისაც ჩემი სიტყვები გულზე მწარედ მოგხვდათ და ძალიან გეწყინათ: საბედნიეროდ, ცივი წყალი საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს, მოუშვით ონკანი და დალიეთ, იქნებ ეგ ფსევდო-ესთეტიკური ეგზალტაცია ცოტა დაგიცხროთ.
ახლა კი, შეგვიძლია მშვიდად გადავიდეთ სპორტის სიახლეებზე, მოვისმინოთ ხვალინდელი ამინდის პროგნოზი და ტრადიციულად დავიშალოთ. ერიც, ისტორიაც და ღირსებაც ხომ უკვე კარგა ხანია დავშალეთ.
P.P.S. პოსტის გამოქვეყნების ღილაკს ვაჭერდი და მაინც ჩავთვალე საჭიროდ, ამ კულტურული და მორალური კოლაფსის სიისთვის კიდევ ერთი, ჩვენი მთავარი კოლექტიური დიაგნოზი დამემატებინა. ის, რომ ამ ერმა მთელი 9 წელი თავზე დაისვა და უტიფრად აბოგინა კლინიკური ფსიქოპათი, ნარცისული აშლილობის მქონე მანიაკი, პირდაპირი გაგებით დორბლიანი, შეშლილი უზურპატორი, მძიმე პათოლოგი, კრიმინალი, ნაძირალა და ქვეყნის ღია მოღალატე — სააკაშვილი.
და აქვე: ახლა არ გამომიხტეთ და არ დაიწყოთ იმის მტკიცება მორგებული, ვითომ პატრიოტული სახეებით, რომ თურმე „მაშინ ყველანი გარეთ ვიყავით და აქციებზე ვიდექით“. არ გამაცინოთ! პირადად ვარ იმდენ აქციაზე ნამყოფი, სადაც მთელი ქვეყნიდან 500 კაცი ძლივს ვგროვდებოდით და დანარჩენი „აღშფოთებული“ საზოგადოება ფანჯრებიდან იჭყიტებოდა, ან თბილ ლოგინებში ფარისევლურად, მონური მორჩილებით დუმდა. ასე რომ, საკუთარ უთავმოყვარეობას ახლა ეს იაფფასიანი, შეთხზული მითებიც აღარ დაუმატოთ.“
ირაკლი ყიფიანი
  3 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საახალწლო ფილმი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი