პატრიარქობის სამი კანდიდატი სინოდის შემდეგ სხდომაზე შეირჩევა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ანდრია ჯაღმაიძე: დიალოგი გვაქვს რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზე, თავად მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქნებიან ჩართული რეაბილიტაცის პროცესში

სინოდის დღევანდელ სხდომაზე განისაზღვრა გარკვეული პროცედურები შემდეგი სინოდისა და გაფართოებული კრების გასამართად. მათ შორის, ჩამოყალიბდა სამი კომისია: სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო, – განუცხადა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, სინოდის შემდეგ სხდომაზე პატრიარქობის სამი კანდიდატი შეირჩევა. შემდეგი სხდომის თარიღს კი სამდივნო გამოაცხადებს.

„განისაზღვრება კომისიაში შემავალი წევრების საკითხი. კომისიის სახელწოდებები თავად ლაპარაკობს მის ფუნქციაზე. პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებული პროცესი არ არის მარტივი პროცესი – უნდა დაითვალოს ხმები, მით უმეტეს, გაფართოებულ სხდომაზე ბევრი დელეგატი იქნება და მოწესრიგებულად უნდა იყოს ყველაფერი. არ უნდა დარჩეს ორაზროვნება არცერთ საფეხურზე. ამიტომ, საორგანიზაციო კუთხით ბევრი რამ არის გასაკეთებელი და საჭიროა შეთანხმება ამ თემებზე. ვიცით, რომ გაფართოებული სხდომა გაიმართება სამების ტაძარში“, – აღნიშნა მამა ანდრიამ.

დეკანოზის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის განათლების საკითხთან დაკავშირებით სინოდის დღევანდელ სხდომაზე განსაკუთრებული მსჯელობა არ ყოფილა.

- Advertisement -
Ad imageAd image

„სულ მცირე, სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნად. რაც შეეხება ასაკს, ასაკის შესახებ გადაწყვეტილება დღეს არ მიღებულა. არ გამოიკვეთა, ვთქვათ, როგორ იქნება ინტერპრეტირებული ის ჩანაწერი – არაუმეტეს სამოცდაათი წლისა და შემდეგ სინოდის სხდომაზე, როდესაც სამი კანდიდატი იქნება გამორჩეული, მაგ დროს იქნება ამის შესახებაც მსჯელობა“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრიამ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). პატრიარქობის სამი კანდიდატი სინოდის შემდეგ სხდომაზე შეირჩევა. 3 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/პატრიარქობის-სამი-კანდიდ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi