„გარდენიას“ მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ეხმაურება საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, რომელიც „გარდენიას“ ყოფილი თანამშრომლის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ვიდეოს მოჰყვა.
ვიდეოში „გარდენიას“ ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ მასსა და ზურა შევარდნაძეს შორის ინციდენტი მოხდა. ის სამსახუროდან ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს.


