ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალიშსს ავრცელებს კადრებს, რომელშიც დაკავებული ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები ფიგურირებენ - რადიკალურ დამოკიდებულებას...

შსს ავრცელებს კადრებს, რომელშიც დაკავებული ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები ფიგურირებენ – რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით სხვადასხვა ბლაგვი და ბასრი საგნის გამოყენებით, მათ შორის, ხელკეტებითა და ე.წ. კასტეტებით ძალადობდნენ სამიზნე ობიექტებზე

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი დააკავეს.

როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, ისინი განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე.

დაკავებულთაგან 7 არასრულწლოვანია.

„თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით. ცნობადობის მოხვეწის, ფაშისტური იდეოლოგიის პოპულარიზაციისა და ნეონაცისტური ქსელის წარმომადგენლების გავლენების გაზრდის მიზნით, ისინი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით სხვადასხვა ბლაგვი და ბასრი საგნის გამოყენებით, მათ შორის, ხელკეტებითა და ე.წ. კასტეტებით ძალადობდნენ სამიზნე ობიექტებზე.

განსაკუთრებით სასტიკად უსწორდებოდნენ მათ, ვინც ფაშისტურ იდეოლოგიას არ იზიარებდა.
მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული თავდასხმების დროს, რადიკალური დაჯგუფების წევრები მათ ძარცვავდნენ და გარკვეული რაოდენობის თანხებს სძალავდნენ“,- განაცხადა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ.

 

  უმძიმესი დანაშაულის დეტალები - 9 პირი, რომლებმაც არასრულწლოვანი აწამეს, "ფაშისტური" იდეოლოგიის ჯგუფის წევრები იყვნენ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი