მარჯანიშვილის ქუჩაზე მოსწავლეებს შორის დაპირისპირებისას, ერთ-ერთი არასრულწლოვანს დაზიანება ბლაგვი საგნით თავის არეში მიაყენეს. ინფორმაცია “ტვ პირველმა” გაავრცელა.
- არსებული ინფორმაციით, გარჩევა სკოლის მოსწავლეებს შორის მარჯანიშვილის მეტროს წინ მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა გოგონამ მის თანატოლს ჯერ დაზიანება მიაყენა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა.
ტელეკომპანიის ცნობით, დაშავებული მოსწავლე კლინიკაშია გადაყვანილი.
შსს-ში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. დაკავებული არავინ არ არის.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ჩხუბი მოსწავლე გოგონებს შორის – “პირველების” ინფორმაციით, ერთ-ერთი არასრულწლოვანს დაზიანება ბრალგვი საგნით აქვს მიყენებული. 4 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ჩხუბი-მოსწავლე-გოგონებს/
