კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები, საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში თბილისის კლასიკურ გიმნაზიას ესტუმრნენ. მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებთან გამართულ შეხვედრაზე მათ დეტალურად ისაუბრეს ლიცეუმში ჩარიცხვის პირობებზე, სასწავლო პროცესზე, დისციპლინურ გარემოსა და სამოტივაციო პროგრამებზე, რომლებიც კადეტებს პიროვნულ განვითარებაში ეხმარება. აღინიშნა, რომ ლიცეუმისადმი მოსწავლეთა მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, ქუთაისის პარალელურად, უახლოეს მომავალში კადეტთა სკოლა აღმოსავლეთ საქართველოში კერძოდ, კრწანისშიც გაიხსნება. განაგრძეთ კითხვა
კადეტებმა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]


