სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაპატიმრების თეთრი გვირგვინი, როგორც ერის სულიერი ტესტი

პატიმრების თეთრი გვირგვინი, როგორც ერის სულიერი ტესტი

პოლიტოლოგი და სტრატეგიული პროცესების ანალიტიკოსი ირაკლი ყიფიანი მორიგ პოსტს აქვეყნებს:
„უმძიმესი დღე გვიდგას. ლოგიკა და ტრადიცია გვკარნახობს, რომ ახლა მხოლოდ უსიტყვო გლოვის, დუმილისა და საკუთარ თავში ჩაღრმავების დროა. შესაძლოა, ბევრისთვის ახლა მწვავე საზოგადოებრივი რეფლექსიებისა და რთული ფილოსოფიური განჯის დრო არც არის, მაგრამ პატრიარქის მთავარი ანდერძი ხომ სწორედ გულწრფელობის გაზიარება, სათნოება და მიტევების უნარი იყო. მისი ეპოქა გვასწავლის, რომ ჭეშმარიტებაზე საუბარსა და სიყვარულის დანახვას გადადება არ სჭირდება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, საყოველთაო მწუხარების ფონზე, დამეწერა იმ ერთ კონკრეტულ დეტალზე, რომელმაც ამ დღეებში ყველაზე მეტად შემძრა.
ჩვეულებრივ სამგლოვიარო გვირგვინს მიღმა, საზოგადოების მიძინებულ სინდისზე დადებული თეთრი ბრალდება იკვეთება.
წარწერა:გეგუთის პატიმრებისაგან, გვიყვარხარ პატრიარქო!!!“, რიგით სამძიმარს სცდება და იქცევა უმძიმეს, უხერხულ კითხვად. მას სვამენ გისოსებს მიღმა მყოფი, ხშირად სტერეოტიპულად იარლიყმიკრული და „ჩამოწერილი“ ადამიანები, რათა დაგვაფიქრონ ჩვენ — გარეთ, თავისუფლებაში მყოფნი, სადაც ზოგჯერ საკუთარ სულიერ ბორკილებს ვერც კი ვამჩნევთ.
მოვლენის სულიერი სიმძიმე სწორედ იმ პარადოქსშია, რომ ყველაზე წრფელი სიყვარულის სიტყვები გაისმა იქიდან, საიდანაც მიკერძოებული აზროვნება მხოლოდ ზიზღსა და საბოლოო განაჩენს ელოდება. იმ რეალობაში, სადაც ყოველდღიურობაში ხშირად ვეჯახებით ფარისევლობას და თავისუფლება ზოგჯერ ყალბი სადღეგრძელოებით იზომება, მოულოდნელი ჭეშმარიტება გაცხადდა: იზოლაციაში მყოფმა ადამიანებმა გაცილებით ნამდვილი და ცოცხალი ენით ილაპარაკეს, ვიდრე არაერთმა ჩვენგანმა, ვინც გარეთ ეგრეთ წოდებული „მართალი კაცის“ მანტიას ვართ ამოფარებულნი. წინასწარმეტყველ ეზეკიელის სიტყვები რომ გავიხსენოთ, თითქოს სწორედ ამ განსაცდელმა ამოიღო მათი სხეულიდან „ქვის გული“ და ამხილა ჩვენი პლასტმასის, გაქვავებული სამყარო.
თუ სახარებას გადავშლით, უმთავრესი და ყველაზე მძლავრი პარადოქსი სწორედ გოლგოთაზე გვხვდება. ქრისტიანობის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო ის არის, რომ ღმერთი ადამიანს მის დაცემამდე არ ამცირებს. პირველი, ვინც სამოთხეში შევიდა, არა წესების დამცველი მწიგნობარი, არამედ ქრისტეს მარჯვნივ ჯვარცმული ავაზაკი იყო — კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება ცოდვაში გაატარა, მაგრამ წამიერად შეიცნო ჭეშმარიტება.
„ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:43).
მაცხოვრის ეს სიტყვები სამუდამო შეხსენებაა კაცობრიობისთვის: ბოლო სიტყვა ყოველთვის მხოლოდ ადამიანის ცოდვას არ ეკუთვნის. ქრისტიანობა არ იწყება იქ, სადაც მხოლოდ „კარგ“ ადამიანებს ვეფერებით; ის იწყება იქ, სადაც დაცემულშიც ვხედავთ ღვთის ხატებას. გეგუთის პატიმრების ეს ჟესტი სწორედ კეთილგონიერი ავაზაკის სინანულისა და უპირობო სიყვარულის ცოცხალი რეზონანსია. სადაც მეტია განსაცდელი და ტკივილი, იქ, როგორც წესი, მადლისა და გულწრფელობის კარიც უფრო ფართოდ იღება.
საზოგადოებას გამუდმებით სჭირდება შეხსენება: ციხე იურიდიული სტატუსი და ფიზიკური სივრცეა, ის არასოდეს არის ადამიანის სულის საბოლოო განმარტება. თავისუფლების აღკვეთა არ ნიშნავს ღირსების აღკვეთას. სახელმწიფოს შეუძლია ადამიანს წაართვას გადაადგილების უფლება, მაგრამ ვერ წაართმევს კაცობას, თუ ის შინაგანად არ დაცარიელებულა. როგორც დოსტოევსკი წერდა „მკვდარი სახლის ჩანაწერებში“, ყველაზე ბნელ საკანშიც კი შეიძლება იპოვო ადამიანური სულის უდიდესი სინათლე.
ზღვარი გარეთ ყოფნასა და გისოსებს მიღმა მოხვედრას შორის ხშირად უხილავია. ეს შეიძლება იყოს წამის მეასედი, ფატალური შეცდომა, უეცარი აფექტი, საკუთარი თუ სხვისი ღირსების დაცვა. სასჯელაღსრულების დაწესებულებები სავსეა ტრაგედიებით. არ უნდა დაგვავიწყდეს ადამიანური მართლმსაჯულების ხარვეზებიც — უდანაშაულოდ მსჯავრდებულნი, რომლებიც წლების განმავლობაში იტანენ უსამართლობას ისე, რომ ადამიანურ სახეს არ კარგავენ. ციხის კედლებს მიღმა ტრაგედიის დანახვა არა სენტიმენტალურობა, არამედ სახარების ელემენტარული ცოდნაა.
მაცხოვარი ამბობს: „საპყრობილეში ვიყავი და მოხვედით ჩემთან“ (მათე 25:36). პატრიარქის მოღვაწეობის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი, ონტოლოგიური ხაზი სწორედ ეს იყო — ის განუწყვეტლივ ლოცულობდა მათთვის, ვინც საზოგადოებამ გარიყა და იზოლაციაში მოაქცია.
პატიმრებს აქვთ უტყუარი რადარები. გარიყული ადამიანი განსაკუთრებული სიზუსტით არჩევს ნამდვილი თანაგრძნობის ტონს. მათ ფიზიკურ დონეზე შეუძლიათ შეიგრძნონ, ვინ არის ყალბი და ვინ უყურებს მათ ნამდვილი, მამობრივი სიყვარულით. გეგუთიდან გამოგზავნილი ეს თეთრი გვირგვინი სწორედ ამ უპირობო სიყვარულზე გაცემული ამოცნობილი პასუხია.
თუ ამ დღეებში მართლა გვსურს, შევიგრძნოთ და პატივი მივაგოთ პატრიარქის ეპოქის სულს, ეს პროცესი მხოლოდ სანთლების ანთებითა და სიტყვებით არ უნდა დასრულდეს. პატრიარქის ხსოვნისადმი ნამდვილი პატივი არა მხოლოდ მისი დატირება, არამედ იმ მოწყალების ცხოვრებაში გატარებაა, რომელსაც იგი ათწლეულების განმავლობაში ქადაგებდა.
სახელმწიფომ უნდა გაბედოს ჰუმანურობის ისტორიული ჟესტი — ფართო, გონივრული, დიფერენცირებული ამნისტია იმ კატეგორიებისთვის, სადაც ეს პირდაპირ არ ანგრევს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. მართლმსაჯულებას, ცხადია, სიმტკიცე სჭირდება, მაგრამ ერს, რომელსაც ასეთი სულიერი მამა ჰყავდა, უპირველესად, გულმოწყალება და პატიება უნდა შეეძლოს.
ჩვენ კი, გარეთ დარჩენილებს, კიდევ დიდხანს მოგვიწევს იმ უხერხულ კითხვაზე პასუხის ძიება, რომელიც ამ თეთრმა ყვავილებმა დაგვისვეს: რატომ არის, რომ ყველაზე მეტი გულწრფელობა იქ გვხვდება, სადაც ყველაზე ნაკლებად ვეძებთ, და ყველაზე მეტი სიყალბე იქ — სადაც საკუთარ თავს „წესიერ საზოგადოებას“ ვეძახით?
იმიტომ ხომ არა, რომ ხშირად სწორედ საზოგადოებისგან მიტოვებულები უფრო ახლოს არიან ღმერთთან, ვიდრე ისინი, ვინც მასზე გამუდმებით საუბრობენ.“
ირაკლი ყიფიანი
22.03.2026
  გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მუსიკოსი ლევან შენგელია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.