შაბათი, აპრილი 18, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაარქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: უკანასკნელად უწმინდესი სამების საკათედრო ტაძარში 23 ნოემბერს მობრძანდა. როდესაც...

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: უკანასკნელად უწმინდესი სამების საკათედრო ტაძარში 23 ნოემბერს მობრძანდა. როდესაც ტაძრიდან მიბრძანდებოდა, დაცვას უბრძანა: „კარი გააღეთ, ხალხმა დამინახოსო“. ვიდეო

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც კათოლიკოს-პატრიარქის სამების ტაძარში მიბრძანების ფაქტია აღბეჭდილი.

არქიმანდრიტი წერს, რომ უწმინდესი ტაძარში უკანასკნელად 23 ნოემბერს მიბრძანდა, რითაც ყველა გაახარა.

„უკანასკნელად უწმინდესი სამების საკათედრო ტაძარში 23 ნოემბერს მობრძანდა. როდესაც ტაძრიდან მიბრძანდებოდა, დაცვას უბრძანა: „კარი გააღეთ, ხალხმა დამინახოსო“. ცოტა ხანში მანქანა მეორედ გააჩერებინა და ნათლობის ორგანიზატორებთან ერთად ჩვენც გაგვახარა. ეს კადრები იმ საღამოს გადავუღე; მას შემდეგ აღარ მინახავს… ბოლოს კლინიკაში, მის უკანასკნელ დღეს ვნახე, შემდეგ კი მოხდა ის, რაც მოხდა… მძიმეა, თუმცა შეხვედრის იმედი მუდამ მექნება“, – წერს არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი და ვიდეოს აქვეყნებს.

  „საშინელება ხდება ჩემს თავს! ერთადერთ შვილს მართმევენ და ბავშვს თავგზას უბნევენ! თავი კოშმარში მგონია!“ – რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი