„როცა მქონდა საშუალება, ყველა ჩემი მეგობარი იყო, ახლა აღარავის არ ვჭირდები…“ – გაიცანით 33 წლის კობა, რომლის ვიდეომ სოციალური ქსელი მოიცვა.
ვლოგერმა ნათია გვაზავამ [NatiaTalks] რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ცნობილი გახდა, რომ მოქალაქეების მხარდაჭერით შეგროვდა საკმარისი თანხა იმისთვის, რომ კობას პრობლემები მოგვარდეს.
„ხომ გითხარი, ფეხზე დაგაყენებთ-მეთქი… თანხა შევაგროვეთ, რომ სახლი გიპოვოთ.
ძალიან ბევრმა ადამიანმა ჩარიცხა თანხა. ვიცი, ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სრულად შევცვალოთ კობას ცხოვრება. დავაბინავეთ ცოტა ხნით. შემდეგ ბინას ვუპოვით. ხვალიდან ყველა პრობლემა მოგვარდება“ – აღნიშნა ნათია გვაზავამ
„ძალიან დიდი მადლობა ყველას. სიტყვები არ მყოფნის“ – ამბობს კობა.


