საქართველოში დედის დღე 3 მარტია.
„დედა არის ის, ვის გარეშე უფალმაც კი არ ინება ყოფნა.
დედა- შვილობა ღმრთისგან ბოძებული უწყვეტი ჯაჭვია”.
ღმერთმა დალოცოს ყველა დედა, ყველა მომავალი დედა და შვილებს კი მისცეს სიბრძნე, რომ სათანადოთ დააფასონ დედები.
უფლის წყალობა და მადლი არ მოგკლებოდეთ, გაიხარეთ! ამინ!
დღეს გახლავთ, სიყვარულის, თავგანწირვის, სითბოს, უსასრულო შემწყნარებლობის სიმბოლოდ ქმნილი დედების დღე.
ის ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა.
დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა ის ცალკე მაინც აღინიშნება.
3 მარტი ოფიციალურად უქმე დღეა. დღესასწაულს ქვეყანა სხვადასხვა ღონისძიებებით ხვდება. ტრადიციულად შვილები დედებს ყვავილებს, ღია ბარათებს ან სიმბოლურ საჩუქრებს ჩუქნიან.
დედა – ეს ყველაზე მშვენიერი სიტყვაა დედამიწაზე, რომელიც ყველა ენაზე ერთნაირი სინაზით ჟღერს.
დედა შეძლებს შვილებს გაუგოს ისე, როგორც არავინ, მიიღოს ისინი ისეთები, როგორებიც არიან და ყველაფერი აპატიოს, რადგან დედის გული ეს ის უფსკრულია, რომლის ფსკერზეც პატიება ყოველთვის მოიძებნება.
დედების დღის აღნიშვნა მომხდარა ჯერ კიდევ, ათასობით წლის წინ, შუმერების პერიოდშიც. იშტარის, კიბელას, რჰეას მსგავსი დედობით და შობადობით წინა პლანზე წამოწეული დედა, გაიგივებულ იქნა ხელახლა დაბადებულ და გაცოცხლებულ გაზაფხულთან.
1600-იან წლებში, ბრიტანელებს შორის დაიწყო ამ დღის აღნიშვნა „დედების ბაზრის“ სახელწოდებით და გამოცხადდა უქმე დღედ.
ისტორიაში, ის პირველი ადამიანი, რომელსაც დაებადა „დედების დღის“ აღნიშვნის აზრი, გახლავთ ჯულია ვარდ ჰოვი, რომელმაც წამოაყენა წინადადება მშვიდობის სახელით, 2 ივლისი დედების დღედ იქნას გამოცხადებული.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). დედის დღეს გილოცავთ -„დედა არის ის, ვის გარეშე უფალმაც კი არ ინება ყოფნა. დედა- შვილობა ღმრთისგან ბოძებული უწყვეტი ჯაჭვია”. 3 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/დედის-დღეს-გილოცავთ-დედ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T01:16:49+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

